ასლან აბაშიძე-ზურაბ ჟვანია ფარული ჩანაწერი #2 (აუდიო)

rt

„ქრონიკა+“ აგრძელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის ფარული მიყურადების მასალების გამოყენებას, რომელიც გამოცემას შევარდნაძის ხელისუფლების ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა გადასცა. ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც პირველი პირების საუბრებს, მათ შორის, „ვეჩეზეც“ უსმენდნენ. ჩაწერილია ასლან აბაშიძის საუბრები ქვეყნის იმჟამინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან, პოლიტიკოსებთან, მინისტრებთან და ა. შ.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ჩანაწერები, ძირითადად, `ვარდების რევოლუციის~ პერიოდს ეხება, და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის საინტერესო მასალაა, `ქრონიკა+~-მა მიიღო გადაწყვეტილება და იწყებს აღნიშნული ჩანაწერების გამოქვეყნებას.

ამჯერად გთავაზობთ ასლან აბაშიძისა და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სატელეფონო საუბრის მეორე  ჩანაწერს.

 

ზ. ჟვანია: ბატონ ასლანს თხოვეთ, თუ შეიძლება?

ა. აბაშიძე: მე ვარ, მე ვარ!

ზ. ჟვანია: ვერ ვიტან ამ „ვეჩეზე“… ხიხინებს და არაფერი ისმის. ბატონო ასლან, მე გუშინ საღამოთი აღარ დაგირეკეთ იმიტომ, რომ ძაან გაურკვეველი იყო სიტუაცია, ყველას ვესაუბრებოდი ბავშვებთან დაკავშირებით და ნუ, ახლა, ყველა იმას ვიღებთ, რომ დღეს გადავწყვიტოთ, ეს საკითხი მოიხსნას იმიტომ, რომ ნამდვილად ძაან მაწუხებს, მაგრამ, ანალოგიურად, ესე იგი, ძაან ისე ნერვიულობენ, რომ არის ესე იქ რო არის ეს ორი „კმარას“ ბავშვი დაჭერილი…

ა. აბაშიძე: ხოდა, მაშინ ისა, ახლა 11 კაცი ავიყვანეთ აგერ…

ზ. ჟვანია: დიახ…

ა. აბაშიძე: მოვიდნენ, ვითომ მესაზღვრეები იყვნენ ფოთიდან, არავითარი მესაზღვრეები არ არიან და მერე დავიწყოთ გაცვლა-გამოცვლა, როგორც აფხაზეთთან ვცვლიდით ტყვეებს?

ზ. ჟვანია: არა, რა თქმა უნდა!

ა. აბაშიძე: ავიყვანთ აქა, რამდენიც გინდათ ხალხს და გავცვალოთ. ჩვენი სამართალი დავადგინოთ, ჰოდა, მერე აქ სამართალზე ვისაუბროთ.

ზ. ჟვანია: ბატონო ასლან, ვინ მესაზღვრეები იყვნენ გადმოსული?

ა. აბაშიძე: მესაზღვრეები ვართო, მაგრამ არ იყვნენ მესაზღვრეები. დავრეკეთ იქაც, მათი ხალხი არ ყოფილა.

ზ. ჟვანია: და რა უნდოდათ ფოთელ მესაზღვრეებს?

ა. აბაშიძე: რა უნდოდათ, 15 კაცი ახლა ტყუილა შემოვა? ვერტმფრენი მოადგა 12 საათსა 8 წუთს, დაზვერა იმაში, ჩოლოქის ისა და წავიდა… ესე იგი, თუკი რაღაცას ვიწყებთ, თქვენ იცით, რომ ჩვენ მზადა ვართ.

ზ. ჟვანია: დიახ…

ა. აბაშიძე: ჩვენ თავს დამნაშავედ არ ვცნობთ არაფერში. თუ გინდა, აი, პრეზიდენტმა აქ ამოდენა ხმები მიიღო.

ზ. ჟვანია: დიახ…

ა. აბაშიძე: ესე იგი, ამდენმა კაცმა ხმა მისცა. ესაა მადლობის ისა?

ზ. ჟვანია: ბატონო ასლან, ამიტომ მინდა ძაან, რომ რაღაცეები განიმუხტოს, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ მომწონს, როგორც მიდის ეს ვითარება. ახლა სამი დღე არი ამ ბავშვების დაკავებასთან დაკავშირებით, თუ ორი დღე არი გუშინწინ და გუშინ, საკმაოდ მწვავე საუბრები მქონდა, მაგრამ… ნუ, აქ, ეს „კმარას“ აქტივისტებმა და იმგენმა მისცეს ჩვენება, რომ ესენი ხელმძღვანელობდნენ დარბევას და მაგათ გალახვას…

ა. აბაშიძე: (იცინის) კაი, კაცო, ესე იგი… ახლა თქვენ რომ დაგაბრალოთ, აქანა ჩამოდით და თქვენ არბევდით მაგათ… მაგ ბავშვები ისეთი კატეგორია არაა, სულ სხვა კატეგორია ხალხია… არც მიტინგზე მონაწილეობს და არც არაფერი. დოკუმენტი, ერთი დოკუმენტი გვაჩვენოს, რო არბევდნენ.

ზ. ჟვანია: ხო, მე მოგახსენეთ, ეს ხალხი ვინც ამითი იყო დაკავებული, რასაც პასუხობდნენ ამ იმაზე… მაგიტომ, ბატონო ასლან, რაღაცნაირად ეს უნდა იმასავქნათ… ახლა მე დღეს მქონდა საუბრები აქ, ამათთან, ყველასთან… ესენი ამბობენ, რომ არ ვითხოვთო, ნამდვილად ყველას განთავისუფლებას, მაგალითად ის, ვანომ მითხრა, მერაბიშვილმა, იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ისინი ვინცა ყავთ აქტივისტები დაკავებული, არ არიო ეს პრობლემა, იმიტომ რომ პარტიის წევრები არიანო. ამ ბავშვებთან დაკავშირებით, ეგება, მოხერხდესო რაღაცა, იქაც რომ არ იყვნენ დაპატიმრებულიო.

ა. აბაშიძე: მაგი გადაწყვიტონ, მაგი… და მერე ვილაპარაკოთ მაგაზე!

ზ. ჟვანია: ეს მე იმედი მაქვს, რომ ყველა შემთხვევაში ეს საკითხი გადაწყდება აქ დღეს, იმიტომ რომ ძაან ცუდ ფორმას იღებს. ძაან ცუდი რეაქციაა ყველგან და მე იმედი მაქვს, რომ გადაწყდება.

ა. აბაშიძე: ახლა მეორე _ მე ძალიან გთხოვთ, აქ ჩამოვიდა პროკურატურის სამი წარმომადგენელი და ოთხი რევიზორი.

ზ. ჟვანია: დიახ…

ა. აბაშიძე: ესე არ ხდება! წინათ, აი, ოქრუაშვილთან დაკავშირებით…

ზ. ჟვანია: აი, ვისთან დაკავშირებით?

ა. აბაშიძე: გეტყვით, ახლა! ოქრუაშვილთან დაკავშირებით აქ ჩამოვიდა პროკურატურის წარმომადგენელი, იმავე წუთში, როგორც კი მომახსენა, დავავალეთ, რომ შევქმენით კომისია, როგორც კეთდებოდა ეს ყველას დროს, ყველა პროკურორის დროს.

ზ. ჟვანია: დიახ…

ა. აბაშიძე: ესე იგი, საკონტროლო პალატა, საგადასახადო სისტემა, ჩვენი პროკურატურის თანამშრომელი და რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომელი შეიკრიბნენ, გადათვალენ, აიღენ, ყველაფერი გააკეთენ.

ზ. ჟვანია: ჰმ, ჰმ…

ა. აბაშიძე: ახლა ჩამოვიდა ეს 7 კაცი, თითქოს რაღაცაა, ისაა, აქედან წასაღებია „ბოჭკები“ და რაღაცა…

ზ. ჟვანია: ჰმ, ჰმ!..

ა. აბაშიძე: ესე იგი, უთხარით, ძალიან გთხოვთ, მაგათ, ბანკში ეს დემონსტრირებას გვიკეთებენ და ბანკში არ შეუშვებენ. არაფერი დასამალი არა გაქვს და ეს ვუთხარი, _ მოვიდნენ ჩემთან და მე დაველაპრაკები-მეთქი.

ზ. ჟვანია: დიახ…

ა. აბაშიძე: არ მობრძანდნენ! ესე იგი კიდე დაძაბულობის ესკალაციის ერთ-ერთი მომენტია, რაა. იქნება დილამდეო. თუ დარჩეს მერე, აი, ამ ბავშვების მშობლები მიაკითხავენ იქა და თანაკურსელები, ძლივს ვაჩერებთ ამას ყველაფერს. ესე იგი, მამამისი გამოდის და ამბობს, _ მე ავიღებ, შიგნით ჩავიდებ რაღაცასო და ავფეთქდები, მაგათ ვიღაცასთან მივალო. აი, ავფეთქდებიო, რაა! მე ვუთხარი, _ ამის, გვაკლია ახლა აფეთქებები და ისა, ისრაელში ხდება და არაბეთში-მეთქი და რუსეთში. მე ძალიან გთხოვთ, დაუძახეთ მას, დარჩეს ერთი პროკურორის წარმომადგენელი, ერთი რევიზორი იყოს, ერთი პროკურატურის წარმომადგენელი და ჩვენ ყველაფერს მივცემთ და ვანახებთ. არ გვინდა ეს დემონსტრირება ძალის.

ზ. ჟვანია: ამათაც გვიან დაველაპარაკები, ოქრუაშვილს დავუძახებ გვიან და ამ საკითხებს ჩავივლი და დაგირეკავთ.

ა. აბაშიძე: გვიან რატო? დგანან უკვე დილის მერე, ბანკის წინ! რა არი ეგ?

ზ. ჟვანია: ვინა? ეს პროკურორები?

ა. აბაშიძე: ჰოო, ეს 7 კაცი დგას შიგნით. ეგ არი, ბანკის წინ… ეს თუ წინასწარ განზრახული არ არი, ესე არ გააკეთებენ. წვიმაში დგანან და იღებენ ტელევიზიები. აი, ჩვენც კომენტარით გამოვალთ და გავაკეთებთ ამ კომენტარს.

ზ. ჟვანია: ბანკში ითხოვენ შესვლას? რომელ ბანკში?

ა. აბაშიძე: აი, „მორბანკში!“

ზ. ჟვანია: აჰა!

ა. აბაშიძე: არაფერი არ არის, ისეთი… არაფერს არ ითხოვენ ისეთს, რომ არ მისცენ მაგათ. არაფერი არ არი, მაგ ბანკი ერთ-ერთი უწმინდესი ბანკია საერთოდ, „დოიჩე ბანკს“ შეეკითხებით თუ სხვა ბანკებს, მაგათი პარტნიორებია, იგი უწმინდესი ბანკია. არაფერი არაა და რატო ვაკეთებთ ამას, დემონსტრირებას?.. საჭმელი-სასმელი არა აქვს ხალხს, სინათლე არა აქვს.

ზ. ჟვანია: ნუ, ახლა თქვენ ხო ხედავთ, საბიუჯეტო იმაზე, რაც მიმყავს მე, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დალაგდეს. ახლა… ძაან არეულია სიტუაცია! მე ველოდები ახლა, რო ჩამოვა პრეზიდენტი, მინდა ვესაუბრო გლობალურად ამ საკითხებზე.

ა. აბაშიძე: და ისა, რა ქვია, მე გთხოვთ, ახლავე დაურეკოთ იმ ოქრუაშვილს, წვიმაში დგას იქ ხალხი და გაზეთები ჩვენი, ისიც იღებს და ისიც იღებს… და ვაჩვენებთ მას მთელ მსოფლიოს, რა არი ეგ?! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რატო აკეთებენ?.. ვეუბნებით, რომ მოდით ოფისში, მეთაურმა თხოვათ, _ მოვიდნენ ჩემთან, რომ დაველაპარაკო, ჰოო? არ მობრძანდებიან, _ ჩვენ დავალება გვაქვს, აქ უნდა ვიდგეთო! აი, ზუსტად ასე, _ ჩვენ დავალება გაქვს, აქ უნდა ვიდგეთო, დაგვირეკენ, გადით იქა და დადექითო! ესე იგი, რას უცდიან? რაღაცას, ხომ? რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი მობილიზებული გვაქვს. არ გვინდა, რაღაც პროვოკაციას წამოვეგოთ ჩვენ. მე ძალიან გთხოვთ… თქვენ რომ რაღაცა მითხრათ, მე გავაკეთებ, იცით, ხო? ჰოდა, დაურეკეთ და უთხარით!

ზ. ჟვანია: კარგით, ბატონო ასლან! გავარკვევ ახლავე.

ა. აბაშიძე: კარგით, თუ დამავალებთ და დარეკავთ, კარგი იქნება!

ზ. ჟვანია: კი, ბატონო, კი ბატონო!

ა. აბაშიძე: მადლობთ!