გიორგი აბაშიძე-ზურაბ ჟვანია ფარული ჩანაწერი (აუდიო)

ttan

„ქრონიკა+“ აგრძელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის ფარული მიყურადების მასალების გამოყენებას, რომელიც გამოცემას შევარდნაძის ხელისუფლების ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა გადასცა. ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც პირველი პირების საუბრებს, მათ შორის, „ვეჩეზეც“ უსმენდნენ. ჩაწერილია ასლან აბაშიძის საუბრები ქვეყნის იმჟამინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან, პოლიტიკოსებთან, მინისტრებთან და ა. შ.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ჩანაწერები, ძირითადად, `ვარდების რევოლუციის~ პერიოდს ეხება, და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის საინტერესო მასალაა, `ქრონიკა+~-მა მიიღო გადაწყვეტილება და იწყებს აღნიშნული ჩანაწერების გამოქვეყნებას.

ამჯერად გთავაზობთ გიორგი აბაშიძისა და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერს.

 

ზ. ჟვანია: გამარჯობა, ზურაბ ჟვანია ვარ, შეიძლება ბატონ ასლანთან დალაპარაკება?

უცნობი: ერთი წუთით, ბატონო!

(ზურაბ ჟვანია ოთახში მყოფ პირს ეუბნება, _ დამავალებ, თუ ამ ოთახში არ ილაპარაკებ!)

გ. აბაშიძე: ალო, ბატონო ზურაბ, გიორგი ვარ, აბაშიძე, გამარჯობა!

ზ. ჟვანია: გამარჯობა, გიორგი, როგორა ხარ?

გ. აბაშიძე: კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით?

ზ. ჟვანია: უფ, როგორ ვიქნებით, აბა?!

გ. აბაშიძე: წარმომიდგენია. რა მინდა გითხრათ, ახლა არის ჟურნალისტებთან შესული.

ზ. ჟვანია: ხო, გიორგი, ისა, არანაირი პრობლემა არ არი და რამე სასწრაფო საქმე არა მაქ, უბრალოდ, ძაან მინდა, რომ შენთანაც, ბატონ ასლანთან მუდმივი ის მქონდეს, კავშირი…

გ. აბაშიძე: პრობლემა არ არის!

ზ. ჟვანია: აქ ერთი-ორი დღე დაგვჭირდება, რომ ეს სამსახურები, ყველაფერი ამუშავდეს ნორმალურ რეჟიმში, გიორგი…

გ. აბაშიძე: დიახ!

ზ. ჟვანია: მერე მე ძაან მინდა, რომ თუ ბატონი ასლანი არ იქნება წინააღმდეგი, ჩამოვიდე და შევხვდეთ და მუდმივი დიალოგი გვქონდეს…

გ. აბაშიძე: დიახ…

ზ. ჟვანია: და გარდა ამისა, გიორგი, მე მინდა, თუ ოდნავ რაღაცა ის იქნება, პრობლემები, დავუშვათ, თბილისის მხრიდან, პირადად მე შემატყობინოთ, რასაც ჩათვლით საჭიროდ, რომ მაქსიმალურად მოვხსნათ ყველაფერი, რაც კი იქნება.

გ. აბაშიძე: დიდი მადლობა! მე აუცილებლად გადავცემ და რომ გამოვა, ეგრევე დაგირეკავთ.

ზ. ჟვანია: გიორგი, ჩემს ტელეფონს ჩაგაწერინებ.

გ. აბაშიძე: კარგი, მითხარით და ჩავიწერ!

ზ. ჟვანია: ერთი არის აი, ახლა საიდანაც ვრეკავ, გაქვთ, ხო?

გ. აბაშიძე: კი, კი გვაქვს!

ზ. ჟვანია: მეორე არის, მაგთი არის ისიც: 23-31-01.

გ. აბაშიძე: 23-31-01.

ზ. ჟვანია: ხო!

გ. აბაშიძე: კარგი!

ზ. ჟვანია: კარგი, გიორგი!

გ. აბაშიძე: მადლობა.

ზ. ჟვანია: დიდი მადლობა!

გ. აბაშიძე: ნახვამდის!