ბელგიაში ტერორისტები ,,მეორე პარიზის” მოწყობას გეგმავდნენ

12

ბელგიაში ტერორისტები, რომელთაგანაც ორი ლიკვიდირებულია და ერთი დაკავებული, გაზეთ Nieuwsblad.be-ს ინფორმაციით, ქვეყანაში ,,მეორე პარიზის“ მოწყობას გეგმავდნენ. ბელგიის იუსტიციის სამინისტროს ინკოგნიტო წარმომადგენელის განცხადებით, ლიკვიდირებული ბანდა, უფრო ფართო მასშტაბიან ტერორისტულ აქტს გეგმავდა, ვიდრე ეს პარიზში განახორციელეს. წყაროს ინფორმაციით, რადიკალი ისლამისტები, ძლიერ აფეთქებებს რამოდენიმე რაიონში ერთდროულად განახორციელებდნენ. ადგილობრივმა პოლიციამ, სპეცოპერაციის შედეგად რამოდენიმე ერთეული ავტომატური იარაღი, ასაფეთქებელი მასალა და ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ დროშები ამოიღო. ხუთშაბათს ადგილობრივმა პოლიციამ, ქალაქ ვერვის ავტოსადგურზე შტურმი მიიტანა. შედეგად სამართალდამცავებმა ორი ტერორისტის ლიკვიდაცია შეძლეს, ხოლო ერთ-ერთი ბოროტმოქმედი კი კანონის დამცველებს ჩაბარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელ სამართალდამცავებს ჯერჯერობით არააქვთ მონაცემები, ლიკვიდირებული ტერორისტები იყვნენ თუ არა კავშირში პარიზელ ,,კოლეგებთან“. პროკურატურა აცხადებს, რომ მთელი ქვეყნის მაშტაბის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ტერორისტების გამოსავლენად.