საფრანგეთში მძღოლმა „ალაჰ აკბარის“ შეძახილით 11 ადამიანი გაიტანა

8

საფრანგეთში, ავტომობილით  მოძრავმა მამაკაცმა ,,ალაჰ აკბარის“ შეძახილის ფონზე 11 ადამიანი გაიტანა. ,,Le Bien Public“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი დიჟონში მოხდა. შეჯახების შედეგად  11 ადამიანი დაშავდა, რომელთაგანაც ორი მოქალაქე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. თავიდან მამაკაცმა ვილსონის მოედანზე 4 ადამიანი გაიტანა, მანევრირების შმედეგ კი მან ქუჩაში მოძრავ მოქალაქეებზე ,,ნადირობა“ გამოაცხადა და ერთ ერთი მაღაზიის კუთხეში მდგომ შვიდ ადამიანს ერთდროულად დაეჯახა. ადგილობრივი სამართალდამცავების მტკიცებით ,,ავტომობილის მძღოლი მოქალაქეებს შეგნებულად, მიზანმიმართულად დაზდევდა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მძღოლმა და მისმა ორმა მგზავრმა, მიმალვა მოახერხეს, თუმცა ჩვენი პოლიციის სპეციალური სამსახურის საიდუმლო აგენტებმა მისი დაკავება მაინც შეძლეს. ბოროტმოქმედი , 1974 წელს დაბადებული პირი აღმოჩნდა, რომელიც ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე იმყოფება“ – აცხადებენ პოლიციელები. აღსაღნიშნავია, რომ ბოროტმოქმედი დაკავების დროს ,,ეს ყველაფერი პალესტინელი ბავშვების სახელით“ ლოზუნგს სკანდირებდა.