უკრაინელმა ძალოვნებმა და ამბოხებულებმა ტყვეები გაცვალეს

5

მინსკის მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში, დონბასში, უკრაინელმა ძალოვნებმა და ადგილობრივმა ამბოხებულებმა ტყვეები გაცვალეს. უკრაინულმა მხარემ ტყვეობიდან  222 ადამიანი გაათავისუფლა, ამბოხებულებმა თავის მხრივს მათ, 150 სამხედრო ტყვე გადასცეს. ინფორმაციას სააგენტო «Интерфакс»-ი ავრცელებს. ტყვეთა გაცვლის პროცესს კიევის მხრიდან ,,უკრაინული არჩევანის“ ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი ესწრებოდა, ხოლო დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელით ,,რესპუბლიკის“ თავდაცვის მინისტრი ვლადიმერ კონონოვი მოქმედებდა. სააგენტოს მონაცემებით, ტყვეების გაცვლა დონეცკის ჩრდილოეთით, 35 კილომეტრის დაცილებით, ასიანოვატოის ბლოკპოსტზე შედგა. 25 დეკემბერს, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის ალექსანრდე ზახარჩენკომ განაცხადა, რომ მინსკის შეხვედრის მორიგი რაუნდის, შემდეგ მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ, რომელიც ,,ყველა ყველაზე“ პრინციპით განხორციელდებოდა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.