რუსეთი უკრაინას ელექტროენერგიას და ქვანახშირს მიაწოდებს

3

რუსეთის ფედერაციის ვიცეპრემიერის დიმიტრი კოზაკის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია უკრაინისათვის ელექტროენრგიისა და ქვნახშირის მიწოდებას იწყებს. აღნიშნული ინიციატივა ვიცეპრემიერმა «Россия 24»-ის პირდაპირ ეთერში დაადასტურა. მოსკოვი იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი, ყირიმის ელექტროენერგიით შეუფერხებლად მომარაგებას შეუწყობს ხელს. ,,რუსეთი უკრაინას ელექტროენერგიას შიგამოხმარების ფასად მიაწოდებს, რადგან ის უფრო იაფი ეღირება ვიდრე უკრაინის ბაზარზე არსებული რეალობაა. ჩვენ ამ ნაბიჯს შეგნებულად ვდგამთ, როგორც ცნობილი გახდა ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის ერთ ერთი ენერგო ბლოკი მწყობრიდან გამოვიდა და ქვეყანა ფაქტობრივად ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა. პარალელურად რუსული მხარე, უკრაინას თვეში 500 000-ტონა ქვანახშირს მიაწოდებს და იმ შემთხვევაში თუ, შეთანხმება შედგება მზად ვართ ეს ციფრი მილიონ ტონამდე გავზარდოთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყირიმის ენერგორესურსით მომარაგება შეუფერხებლად და შეუზღუდავად მოხდება. ჯერჯერობით ამ თემაზე შეთანხმება არ შემდგარა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარე მახვილგონიერებას გმოიჩენს“ – აცხადებს კოზაკი.