მოსკოვში 9 აპრილის ,,გმირი” გენერალი როდიონოვი ,,გარდაიცვალა”

wertyuikl;'

მოსკოვში, ხანგძლივი ავადმყოფობის შედეგად, რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, არმიის გენერალი იგორ როდიონოვი ,,გარდაიცვალა“ სამხედრო მეთაურების კლუბის აპარატის შეფზე ნიკოლოზ დერიაბინზე დაყრდნობით, ინფორმაციას სააგენტო ,,ინტერფაქსი” ავრცელებს. მისი თქმით ,,გარდაცვლილ“ გენერალს მოსკოვის ოლქში სამხედრო მემორიალურ სასაფლაოზე ,,დაკრძალავენ“. იგორ როდიონოვი 1936 წელს დაიბად, 1996-97 წლებში ის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. ქართველ ხალხს როდიონოვმა თავი 9 აპრილის მიტინგის დარბევით დაამახსოვრა. 1989წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის მიერ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების წინააღდეგ წარმართულ სადამსჯელო ოპერაციას, სწორედ გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა.