კალიფორნიაში გიგანტური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

5

კალიფორნიის შტატის ქალაქ რიჩმონდში, ქვეყნის ერთ ერთ გიგანტურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც კომპანია ,,Chevron“ის კუთვნილებაა. „CBS Local“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გერმეტიულ დანადგარს გაუჩნდა. ,,Chevron“-ის რიჩმონდის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 1200 ჰექტარზეა დაგაჭიმული და დღეღამეში 240 000 ბარელ ნავთობს ამუშავებს. იმ შემთვევაში თუ, ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდა, ტრაგედიის შედეგები ამერიკის დასავლეთ სანაპიროს რეგიონში ბენზინის ფასებზე მკვეთრად აისახება, რადგან აღნიშნული რეგიონი სხვადასხვა ბაზრებიდან იზოლირებულია.