პაკისტანში „თალიბანი“ საშუალო სკოლებს ინტენსიურად ააფეთქებს

4

მოძრაობა ,,თალიბანის“ პაკისტანის ,,ბიუროს“ ლიდერი ხალიფ ომარ მანსური, რომელიც ქალაქ პეშავარის სამხედრო სასწავლებელზე თავდასხმის ორგანიზატორად დასახელდა, საკუთარ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ საშუალო სკოლებზე და სხვა სამოქალაქო ობიექტებზე შეტევა ინტენსიურად გაგრძელდება, იუწყება ,,The Wall Streeet Journal“-ი. ,,ეს იქნება პასუხი პაკისტანის არმიის ქმედებების წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარე წლის ივნისის თვიდან აქტიურად გვიტევს. იმ შემთვევაში, თუ თქვენ შეუტევთ ჩვენს ცოლებს და შვილებს, გპირდებით, ვერც თქვენი ცოლები და შვილები იცხოვრებენ მშვიდად“ – აცხადებს მანსური. დილით 16 დეკემბერს, ქალაქ პეშევარის ჰაიბერ-პახტუნხვას სამხედრო სასწავლებელს, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და 500 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ,,თალიბანის“ მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, საბოლოოდ 150 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთაგანაც უმრავლესობას სამხედრო სასწავლებლის მოსწავლეები წარმოადგენდნენ. ორგანიზაცია  ,,ტეხრიკ პაკისტან-თალიბანის“ წარმომადგენელის მუჰამად ხორასანის განცხადებით, თავმდამსხმელთა შორის იყვნენ თვითმკვლელი ტერორისტები, რომლებსაც მხოლოდ მოზარდი ახალგაზრდობის მკვლელობა ჰქონდათ  ნაბრძანები და ბავშვებისათვის ხელი არ უნდა ეხლოთ. 17 დეკემბერს პაკისტანის ხელისუფლებამ, ტერორიზმის მუხლით ბრალდებული პირების მიმართ, სასიკვდილო განაჩენის მორატორიუმი გააუქმა.