ობამამ კრემლის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ხელი მოაწერა

1

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემუშავებულ ეკონომიკური სანქციების ახალ კანონპროექტს  მოაწერა ხელი. თუმცა როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ის ამ კანონის გამყენებას ჯერჯერობით არ აპირებს. ,,ამერიკის ადმინისტრაცია, ევროპელ პარტნიორებთან ერთად აკვირდება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. იმ შემთხვევაში თუ, ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, რუსეთის ფედრეაციის ქმედებას ისევ მკაცრი სანქციებით ვუპასუხებთ. კანონპროექტი მზადაა, რომელიც მოსკოვს მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს“ განაცხადა ობამამ. კანონი სახელწოდებით ,,თავისუფალი უკრაინის მხარდაჭერის აქტი N-5859“-ი, შტატებს საშუალებას აძლევს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიების წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების პაკეტი აამოქმედოს და უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს. მიმდინარე წლის 12 დეკემბერს აღნიშნული კანონპროექტი ამერიკის კონგრესის სენატმა მიიღო, რომელიც უკრაინისათვის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს და  ქვეყნის 2015 წლის ბიუჯეტში 350 მილიონი დოლარითაა წარმოდგენილი.