შსს-მ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

saq1

შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯუმბერ გ. ქურდობის ფაქტზე ჩოხატაურის რაიონის სოფელ გუთურში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დაბა ჩოხატაურში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი, სასოფლო-სამეურნეო მაღაზიის სახურავი დააზიანა და შიგნით ფარულად შეაღწია, საიდანაც ბენზოხერხი, პლასტმასის შესადუღებელი ორი უთო, 250 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეოთხე დღეს დააკავეს. მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჯუმბერ გ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საცავში უკანონოდ შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).