სენატის უარი ამერიკის მოკავშირეობას

გ1

ამერიკის სენატში, კანონპროექტის, სახელწოდებით ,,უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტის“ განხილვის ფონზე, სენატორებმა ტექსტიდან მთავარი პუნქტი ამოიღეს, რომელიც უკრაინას, მოლდავეთს და საქართველოს, ნატოს წევრობის გარეშე, შეერთებული შტატების სამხედრო მოკვაშირის სტატუსს ანიჭებდათ. ინფორმაციას შტატებში მოლდავეთის ელჩზე იგორ მუნტიანუზე დაყრდნობით, რადიოსადგური ,,Europa Liberă“ ავრცელებს. ელჩის თქმით ,,აღნიშნული რეგიონები ამერიკის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება, თუმცა სენატის მიერ მიღებული კანონპროექტი, მოლდავეთს, უკრაინასა და საქართველოს ამერიკის სამხედრო მოკავშირედ არ განიხილავს“ სენატის მიერ მიღებული დოკუმენტი, ქვეყნის კონგრესის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. წარმომადგენლობით პალატაში კენჭის ყრის შემდეგ, დოკუმენტი ისევ სენატში გადაიგზავნება და გარკვეული პროცედურების გავლიშ შემდეგ, მას ხელს ამერიკის პრეზიდენტი ობამა მოაწერს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტი დამტკიცებულია.