ნალჩიკში კონტრტერორისტული სპეცოპერაცია ხორციელდება

გ6

ნალჩიკში, რუსეთის ფედერაციის ძალოვანი უწყების რეგიონალური წარმომადგენლობითი ცენტრის სამმართველო, ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ახორციელებს. ყაბარდო-ბალყარეთის ოპერატიულ, სამეთაურო შტაბზე დაყრდნობით, ინფორმაციას სააგენტო «Интерфакс»-ი ავრცელებს. ძალოვანმა უწყებამ კონტრტერორისტული ოპერაციის წარმოება 07სთ-45წთ-ზე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით სხვა რაიმე ტიპის კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება. გუშინ გვიან ღამით მახაჩკალაში პოლიციის თანამშრომლებსა და შეიარაღებულ ბანდიტებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ,,გასულ ღამეს ირჩი კაზაკის ქუჩის გადაკვეთაზე სამართალდამცავებმა ,,ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომობილის გაჩერება სცადეს, თუმცა მათ მოთხოვნას მანქანაში მსხდომმა პირებმა ცეცხლის გახსნით უპასუხეს. საპასუხო ცეცხლის შემდეგ ავტომობლში მჯდომი პირები ლიკვიდირებულია“ – აცხადებს ინფორმაციის წყარო. სამართალდამცავების მიერ მოკლული ბანდიტები, ვინმე მურად მამედოვის და მარატ ბოლახტანოვის სახელით არიან ამოცნობილნი.