უკრაინაში 100 000 მასწავლებელს სამსახურებიდან დაითხოვენ

გ4

უკრაინის ხელიუფლებამ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივით, სამსახურებიდან 100 000-ზე მეტი საშუალო სკოლის მასწავლებელს დაითხოვს. ,,აღნიშნული გადაწყვეტილების რეალიზება ეტაპობრივად მოხდება და საერთო ჯამში, ქვეყნის მაშტაბით 400-ი საშუალო სკოლა დაიხურება. სკოლის თანამშრომელბის სამსახურებიდან დათხოვნა 2015-16 წლებში განხორციელდება“ ნათქვამია მიმართვაში. ამას გარდა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, შემცირდება საბავშვო ბაღების ამღზრდელების რაოდენობაც. ახალი რეფორმის სრულად განხორციელებას ფინანსთა სამინისტრო 2020 წლისთვის აანონსებს. პრემიერ მინისტრის არსენ იაცენიუკის ინიციატივით, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივით, ქვეყანაში დაფინანსება შეუწყდება სამეცნიერო კვლევებს, სტუდენტური დახმარების პროექტებს, სტიპედიანტებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს. საშუალო სკოლების დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უფასო კვება მოეხსნებათ. აღნიშნული ნაბიჯით ხელისუფლება ყოველწლიურად 1,7 მილიარდი დოლარის დაზოგვას გეგმავს. პროფკავშირები უპრეცენდენტო საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.