СБУ-იმ უკრაინელი დეპუტატების დაცვას გააძლიერებს, რომლებსაც კადიროვი ემუქრება

2

უკრაინის უშიშროების სამსახური, კადიროვის განცხადების შემდეგ, სახელმწიფო რადას დეპუტატების იური ბერეზის, იგორ მოსიიჩუკის და ანდრეი ლევუსის დაცვას გააძლიერებს. აღნიშნული განცხადება უშიშროების სამსახურის უფროსის მრჩეველმა მარკიან ლუბკივსკიმ გაკეთა. დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი, უშიშროების სამსახურის შეთავაზებას აღიარებს. ,,მე უშიშროების სამსახურის უფროსი დამიკავშირდა და პირადი დაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მომაწოდა, თუმცა კადიროვის მუქარას მე სერიოზულად არ აღვიქვამ, ის ხომ კრემლის გიენაა და უბრალოდ ნერვიულობის საბაბიც კი არ მაქვს“ – აცხადებს მოსიიჩუკი. რამოდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რესპუბლიკის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, იმ უკრაინელი დეპუტატების დაკავების ბრძანება გადასცა, რომლებმაც გროზნოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ღია მხარდაჭერა ტერორისტებს გამოუცხადეს. 4 დეკემბერს შეიარაღებულ ბანდას და პოლიციის თანამშრომლებს შორის გროზნოში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას, 14 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართალდმცავებმა 12 ტერორისტის ლიკვიდაცია შეძლეს, ინფორმაციას Vesti.ua ავრცელებს.