ანგელა მერკელი: „რუსეთი პრობლემებს საქართველოსაც და მოლდავეთსაც შეუქმნის“

1

გერამნიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინის კრიზისის საპასუხოდ ევროკავშირის რეაქცია რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში სწორი და დროული იყო. ,,მე ვთვლი, რომ ევროკავშირის რეაქცია რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში იყო სწორი გადაწყვეტილება. მოსკოვმა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის პირობები დაარღვია. რუსეთი პრობლემებს კიდევ ორ სახელმწიფოს, საქართველოს და მოლდავეთს შეუქმნის და მიზეზი, ამ ქვეყნების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება იქნება. ამ განცხადების გაკეთების საშუალებას დნესტრისპირეთის, ყირიმის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოვლენები მაძლევს. პუტინი ცდილობს ბალკანეთის რამოდენიმე ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების გამო არჩევანის წინაშე დააყენოს. კრემლის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესება აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი წესებით ვერ ითამაშებს და ვიდრე უკრაინის კრიზისი ისევ აქტუალურად დგას ლიდერი ქვეყნების დღის წესრიგში, რუსებს საშუალება ეძლევათ იფიქრონ. მე მესმის, რომ აღნიშნული ნაბიჯით როგორს რუსეთი, ასევე გერმანია ზარალდება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო. ეს იყო ადეკვატური გადაწყვეტილება. მერკელის სიტყვების ციტირებას Die Welt-ი აკეთებს.