ნიგერიაში რუსული იარაღით დატვირთული თვითმფრინავი დააკავეს

2

ნიგერიის აეროპორტში იარაღით დატვირთული რუსული თვითმფრინავი დააკავეს. ინფორმაციას აფრიკული ქვეყნების მედიასაშუალებები ავრცელებენ . ,,ნიგერიელმა სამხედროებმა აღმოაჩინეს, რომ ქალაქ კანოს აეროპორტში, ქვეყნის ჩრდილოეთით, იარაღით დატვირთული რუსული თვითმფრინავი, აეროპორტის ერთ ერთ ასაფრენ ბილიკზე იდგა. სავარაუდოდ სამხედრო ტვირთი ჩადის დედაქალაქ ნჯამენში უნდა დაშვებულიყო“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ეკიპაჟის ყველა წევრი, დაკავებულია. ჯერჯერობით სხვა რაიმე ტიპის დაწვრილებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, იუწყება ,,გაზეტა.რუ“