მაიამიში საგამოფენო დარბაზიდან პიკასოს ვერცხლის თასი მოიპარეს

ს

მაიამში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის ,,არტ ბაზელის“ მსვლელობის დროს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, საგამოფენო დარბაზიდან, ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი ვერცხლის თასი მოიპარეს. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობა 5 დეკემბერს გვიან ღამით მოხდა. ,,საგამოფენო დარბაზი დღე-ღამის განმავლობაში მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა დაცვის სამსახურის მიერ დამონტაჟებული ვიდეოკამერები ზოგ ადგილს ვერ აფიქსირებდნენ და შესაძლოა გამოძიებას ქურდობის დამადასტურებელი ვიდეო ფაილი არ აღმოაჩნდეს. მძარცველებმა საგამოფენო დარბაზიდან მხოლოდ ვერცხლის თასი მოიპარეს, რომლის ღირებულება 85 000$ ამერიკული დოლარია, თუმცა მათ შეეძლოდ უფრო ძვირადღირებული კერამიკული ნაკეთობის გატანაც, რომელიც 400 000 დოლარადაა შეფასებული. აქედან გამომდინარე ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ დამნაშავეებმა იცოდნენ რაც უნდა მოეპარათ“ – ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. ინფორმაციას სააგენტო ,,Agence France-Press“-ი ავრცელებს. დაკარგული ნივთი სახელწოდებით «Visage aux mains» იმ 20 ერთეული ვერცხლის ნაკეთობათა სერიის ერთ-ერთი ეგზემპლარია, რომელიც პიკასომ 1956 წელს შექმნა.