ნაზარბაევი: „ევროკავშირმა უმჯობესია რუსეთის სიძლიერეს ფხიზელი თვალით შეხედოს“

2

ყაზახეთის პრეზიდენტი ნორსულტან ნაზარბაევი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ურჩევს, რუსეთის სიძლიერე ადეკვატურად შეაფასონ. როგორც სააგენტო «Интерфакс»ი წერს, ნაზარბაევმა აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებისათვის გამართულ ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. ,,არა რის საჭირო რუსეთის სიძლიერე სათანადოდ ვერ შეაფასო, ან თუნდაც ვერ დაინახო. ეს ხომ მსოფლიოში ტერიტორიული თვალსაზრისით ყველაზე დიდი ქვეყანაა და რაც მთავარია დიდი ბუნებრივი რესურსით აღჭურვილი. სანქციების შემოღებით რუსეთმა შემოსავალი დაკარგა, მაგრამ რეალისტები თუ ვიქნებით ბუნებრივი გაზი, ნავთობი და სხვა უამრავი სიმდიდრე ხომ ისევ რუსეთის ფედერაციის ხელთაა. კრიზისი სამუდამოდ არ არსებობს და ნებისმიერი ომი ხომ მშვიდობით მთავრდება. რუსეთს უამრავი ბერკეტი აქვს, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო და სამეცნიერო სფეროებში. მე მეგობრულად გირჩევთ რუსეთის სიძლიერეს ფხიზელი თვალით შეხედოთ“ – განაცხადა ნაზარბაევმა.