უკრაინაში ელექტრო ენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდა

გ2

უკრაინის ელექტრო ენერგიის სახელმწიფო კომპანიამ «Украэнерго» ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი დაადგინა. კომპანიის პრესსამსახურის განცხადებით, მთელი ქვეყნის მაშტაბით, ელექტროენერგია დღე-ღამის განმავლობაში ორჯერ გაითიშება. «Укрэнерго»-ს მონაცემებით ,,განსაკუთრებით კრიტიკული სიტუაცია ოთხ ელექტრო სადგურზე შეიქმნა. დონეცკის ოლქის ,,უგლეგორსკის“, ლუგანსკის, პრიდნეპროვსკის და კრივოროჟკის (დნეპროპეტროვსკი) ელექტრო სადგურებს ქვანხშირის მარაგი ამოეწურათ. მოსახლეობას ვთხოვთ გაგებით მოეკიდოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და პანიკას ნუ აჰყვებიან“ – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში. მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთის ფედერაციასთან საგაზო ტარიფის დავის გამო, უკრაინაში ,,სტარტი“ აიღო ელექტრო ენერგიაზე ეკონომიის გაკეთების კამპანიამ. ხელისუფლებამ ,,კამპანიის ფარგლებში“ ზაფხულის პერიოდში კიევის მოსახლეობას ცხელი წყლის მიწოდება შეუჩერა. 1 დეკემბრიდან მთელი ქვეყნის მაშტაბით ელექტრო ენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა დაწესდა. დედაქალაქის მოსახლეობას დღე-ღამის განმავლობაში შუქს მხოლოდ ორი საათით გამოურთავენ.