ფრანსუა ოლანდის პირადი მრჩეველი კორუფციაში ამხილეს

edd

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის უახლოესმა მრჩეველმა, მის მიერ დაკავებული თანადებობა, სასამართლოს მიერ კორუფციის ბრალდების წაყენების გამო დატოვა. ქვეყნის პრეზიდენტის კარზე ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ოლანდის მრჩეველი ფინანსურ მაქინაციებში ამხილეს და მათ დაკავებული თანამდებობების დატოვება იძულებით მოუხდათ. იუწყება სააგენტო Reuters-ი. ფაუზი ლამდაუის კორპორატიული სახსრების უმიზნოდ ხარჯვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებასა და ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან, რომელიც 2007-2008 წლის პრიოდს მოიცავს. აცხადებენ პარიზის პროკურატურაში. პრეზიდენტის სასახლე ფრანსუა ოლანდის უახლოესი გარემოცვის წევრის გადადგომას ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს პრეზიდენტის საარჩევნო შტაბს, ლამდაუი ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, ანალოგიური ბრალდების გამო თანამდებობის დატოვება, ვეტერანთა საქმეების მინისტრს კადერ არიფს მოუწია.