ტაივანის ხელისუფლება გადადგა

3

ადგილობრივ არჩევნებში, ქვეყნის პრემიერ მინისტრის ცზიანა იხუას პარტიის დამარცხების შემდეგ, ტაივინის ხელისუფლება გადადგა. როგორც სააგენტო ,,Agence France-Press“-ი იუწყება, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი მანამდე განაგრძობს მუშოაბას, სანამ ახალი პრემიერი მთავრობას არ დაამტკიცებს. ,,ცნობილი გარემოებების გამო, მინისტრთა კაბინეტი დროებით ფუნქციონირებას გააგრძელებს, მე გთხოვთ, რომ ახალი პრემიერმინისტრის არჩევამდე, თქვენი უფლებამოვალეობა პირნათლად  შეასრულოთ“ – განაცხადა ცზიან იხუამ, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის სურვილი უკვე დააფიქსირა. ექსპერტპოლიტოლოგების ვარაუდით ის შესაძლოა პოლიტიკადანაც წავიდეს.