ქაიროში პოლიციამ მიტინგი ტანკების გამოყენებით დაშალა

pic_635831138a40681d4392697acc20ad64

ქაიროში ტახრირის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქცია, ეგვიპტის ხელისუფლებამ, ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაქვემდებარებული სატანკო ბატალიონის გამოყენებით დაშალა. ინფორმაციას სააგენტო ,,Agence France-Presse“ ავრცელებს. საპროტესტო აქციის დარბევის დროს პოლიციამ 90 პროტესტანტი დააკავა. სააგენტოს ჟურნალისტების განცხადებით, რომლებიც მოედანზე მუშაობენ , აქციის ერთ ერთი მონაწილე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. საღამოს 29 ნოემბერს ეგვიპტის დედაქალაქის ცენტარულ მოედანზე სამიათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სასამართლოს მიერ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის გამართლების გაპროტესტებას აპირებდნენ. მომიტინგეებმა ტახრირის მოედანი სიმბოლურად აირჩიეს, სამი წლის წინ ზუსტად აღნიშნულ მოედანზე მოხდა პოლიციასთან მასობრივი შეტაკებები, რომელიც იანვრის რევოლუციით დასრულდა. რაც შეეხება ჰოსნი მუბრაქს და მის შვილებს, ასევე ქვეყნის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ჰაბიბ ალ-ადლის, 2011 წლის ეგვიპტის იანვრის რევოლუციის დროს უდანაშაუალო მომიტინგეების მკვლელობა ედებოდათ ბრალად.