პოლონეთი უკრაინელ ლტოლვილებს არ მიიღებს

რე

რუსეთის ფედერაციაში, პოლონეთის სრულუფლებიანი ელჩის კატაჟინა პელჩინსკა-ნალენჩის განცხადებით, პოლონეთი უკრაინიდან დევნილებს არ მიიღებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი ქვეყანა უკრაინელ ლტოლვილებს ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ ცხოვრების გარანტიას ვერ მისცემს. ინფორმაციას РИА «Новости» ავრცელებს. ,,ჩენ ძირითად აქცენტს ჰუმანიტარულ დახმარებაზე გავაკეთებთ. პოლონეთმა გაეროს ეგიდით უკვე განახორციელა რამოდენიმე ჰუმანიტარული პროექტი და ამ ნაბიჯს მომავალშიც გადავდგამთ. აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფაა, ბავშვები და მოხუცები შიმშილობენ. ზამთრის დადგომასთან დაკავშრებით, მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავდივართ და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეგიონში საომარი მოქმედებები განახლდება ჩვენ მზად ვართ ჰუმანიტარული პროექტები არ შევაჩეროთ. რაც შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა მიღებას, პოლონეთი ლტოლვილებს საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს და რომელიმე პიროვნებას იმ შემთხვევაში აძლევს ქვეყანაში ცხოვრების უფლებას, თუკი მას საკუთარ სამშობლოში უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალება არ ეძლევა. ასე რომ ამ ეტაპზე უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე საუბარი ზედმეტია. საერთაშორისო ნორმები ჩვენ ჰუმანიტარული დამხარებისაკენ მიგვითითებს, რათქმაუნდა აღმოსავლეთ უკრაინის მოქალაქეები ლტოლვილებად ითვლებიან, მაგრამ მათ აქვთ საშუალება საკუთარი ქვეყნის რომელიმე რეგიონში მშვიდად იცხოვრონ“ – განაცხადა პელჩინსკა-ნალენჩმა.