ევროპის საბჭოში ცივი ომის რეჟიმში დაბრუნებას არ გამორიცხავენ

ფ4

ახალი ცივი ომის დაწყება ეს რეალური სცენარია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ის თავიდან ავიცილოთ და უკრაინის კრიზისის მოგვარებით ეს საფრთხე მოვხსნათ. აღნიშნული განცხადება «Эха Москвы» პირდაპირ ეთერში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბიორნ იაგლანდმა გააკეთა. ,,მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამჟამად ზუსტად იმ პერიოდის ცივი ომის რეჟიმში ვცხოვრობთ, რომელიც გვქონდა 1989 წელს. თუმცა ჩვენ შესაძლოა მივიღოდ ცივი ომი, ამიტომ დროულად და კონსტრუქციულად უნდა მოხდეს უკრაინის კრიზისის მოგვარება, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ყველა უთანხმოებას“ – განაცხადა იაგლანდმა. ცივი ომის პერიოდში დაბრუნების მცდელობის შესახებ განცხადება, რამოდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანული ტელეკომპნაიის ARD ღია ეთერში გააკეთა, რომელმაც სრული პასუხისმგებლობა დასავლეთს, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს დააკისრა. ,,2001 წლის შემდეგ ნატოს გაფართოების ორი ტალღა წარმოიქმნა. ეს ძირფესვიანად ცვლის მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუქას. ამის გარდა იზრდება ნატოს სამხედრო ბაზების რაოდენობა, კარგად დააკვირდით, რუსული სამხედრო ბაზები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განთავსდა?? ის ხომ ნატოს ბაზებია და რაც ყველაზე მეტად გვტკენს გულს, ისინი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს უახლოვდებიან“ – აღნიშნა პუტინმა.