ცხინვალი რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებას 2015 წელს გააფორმებს

4

რუსეთის ფედერაცია, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტის ანალოგიურ ხელშეკრულებას ,,სამხრეთ ოსეთთან“ 2015 წელს გააფორმებს. ინფრომაციას ,,რესპუბლიკის“ პარლამენტის თავმჯდომარეზე ანატოლი ბიბილოვზე დაყრდნობით, სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს. ,,ხელშეკრულება დამუშავების ეტაპზეა და ჩვენი სურვილია დოკუმენტი , მეზობელ აფხაზეთთან დადებულ ანალოგიურ ხელშეკრულებაზე მეტად დახვეწილი და უფრო ,,ინტეგრირებული“ გამოვიდეს. ჩვენ გვსურს გავხდეთ რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი და ეს გარდაუვალია. როგორც კი ხელშეკრულების დოკუმენტი დაიხვეწება, მას ოსური საზოგადოება პირადად განიხილავს და საერთო სახალხო დისკუსიის შემდეგ მას ხელს მოვაწერთ. ასე რომ სამხრეთ ოსეთი ისტორიული გარიგების მოლოდინშია“ – აცხადებს ბიბილოვი.