ამერიკელი ცნობილი სახეები მოსახლეობას „შავი პარასკევის“ ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებენ

2

 

ამერიკელი ცნობილი სახეები მოსახლეობას, ფერგიუსონში სასამართლოს მიერ, მაიკლ ბრაუნის მკვლელის გამართლების გამო, ქვეყნისათვის ერთ ერთი ღირსშესანიშნავი დღის ,,შავი პარასკევის“ აღნიშვნის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ. ინფორაციას Agence France-Presse ავრცელებს. ჰიპ ჰოპის ვარსკვლავი რასელ სიმონსი, მსახიობი ქეიტ გრეჰემი და ტელეწამყვანი სოლედად ობრაიენი საკუთარი ,,Twitter“-ი გვერდიდან მოსახლეობას მოუწოდებენ აღნიშნულ დღეს არაფერი შეიძინონ.  ,,NotOneDime- BlackoutBlackFriday“ (არცერთი მონეტა-შავ პარასკევს) ამერიკელი ცნობილი სახეების მოწოდება, ინტერნეტ ჰიტატ იქცა. ,,არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება შემოსავალი“ ხელისუფლება ჩვენ დოლარის ენაზე გვესაუბრება, დაე ვანახოთ მათ, რომ ქვეყანაში ფულზე წინს ღირსება დგას“ წერს მსახიობი ჯესი უილიამსი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ,,შავი პარასკევი“, რომელსაც ამერიკელები ,,მადლიერების დღემდე“ აღნიშნავენ (ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათი) და ქვეყანაში საშობაო-საახალწლო ფასდაკლებების დაწყების პირველ დღედ ითვლება, მომხარებელს საშუალებას აძლევს ძვირად ღირებული ნივთები ძალიან იაფად , მათ შორის ინტერნეტის საშუალებით შეიძინონ. საპროტესტო აქაციები ფერგიუსონში 24 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა სასამართლომ 18 წლის შავკანიანი მოზარდის მკვლელი პოლიციის ლეიტენანტი გაამართლა. სამართალდამცავებმა, სამი დღის მანძილზე საპროტესტო აქციებში მონაწილე 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით ,,ქვეყანაში კანონზე წინ არავინ დგას და მოსახლეობამ კეთილი უნდა ინებოს სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი სცეს“ მაიკლ ბრაუნის მკვლელობა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს მოხდა.მოწმეების მტკიცებით, შავკანიან მოზარდს პოლიციელმა მას შემდეგ ესროლა (რამოდენიმეჯერ) როდესაც ახალგაზრდამ ხელები მაღლა ასწია. ობამას განცხადებამ ამერიკის მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია და ფერგიუსონს სოლიდარობა რამოდენიმე შტატმა ერთობლივად გამოუცხადა. ქვეყანა მასობრივი პროტესტის მოლოდინშია.