მიმდინარე თვის მანძილზე ლეგენდარული პელე საავადმყოფოში მეორედ მოხვდა

3

73 წლის ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი 24 ნოემბერს, სან პაულუს ალბერტ ეინშტეინის სახელობის კლინიკაში, საშარდე გზების ინფექციური დაავადების დიაგნოზით მოათავსეს. როგორც სააგენტო ,,Reuters”-ი  იუწყება  ფეხბურთის მეფედ აღიარებული პელე, ნოემბრის თვის მანძილზე კლინიკაში მოერედ მოხვდა. 13 ნოემბერს ოჯახის წევრბემა ის იგივე საავადმყოფოში პირველად მოათავსეს. კლინიკის მთავარი ექიმის განცხადებით ,,ფეხბურთის ლეგენდა მუცლის ტკივილს უჩიოდა, გამოკვლევების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პაციენტს თირკმელებში კენჭები აღმოაჩნდა და მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ყოფილი სპორტსმენი საავამდყოფოდან გავწერეთ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, პაციენტი შარდსასქესო სადინარების ინფექციითაა დაავადებული” – აცხადებს კლინიკის შეფი. აღსაღნიშნავია, რომ 2012 წელს პელეს ალბერტ ეინშტეინის სახელობის სან პაულუს კლინიკაში მუხლის ოპერაცია გაუკეთდა და ექიმებმა მას პროთეზი ჩაუსვეს.