„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის განცხადება

qweqe

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ გაავრცელა ინფორმაცია „ქრონიკა+“-ის ბოლო ნომრის რეალიზაციასთან დაკავშირებით.
1.ეკა გიგაურს ეს ინფორმაცია ჩემთან არ გადაუმოწმებია, ამდენად, არ ვიცი საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია და რამდენად სარწმუნოა.
2. გაზეთის ბოლო ნომერი დაიბეჭდა ჩვეულებისამებრ, გაზეთის პირველი გვერდის ფოტო ატვირთულია ფეისბუქის ჩემს გვერდზე.
3. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ქრონიკა+“ ადრიანად, ზოგან ორგანიზებულად გაიყიდა რედაქციასაც გააჩნია, არ შეგვიძლია იმის დადასტურება, რომ ეს მოხდა იმ მასალების გამო, რომელიც გაზეთის ბოლო ნომერში მაღალჩინოსნებზე გამოქვეყნდა. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, გაზეთის ბოლო ნომრის ნაწილი შეისყიდა კონსერვატორიის ხელმძღვანელობამ, რომელზეც ამავე ნომერში სკანდალური დოკუმენტები გამოქვეყნდა.
4. ზვიად ჯანყარაშვილზე და გიორგი ზედელაშვილზე სხვა დროსაც გვქონია სკანდალური მასალები, მათი მხრიდან არც ტირაჟის ორგანიზებულ შესყიდვას, არც რაიმე ტიპის მუქარებს ადგილი არ ჰქონია.
5. დამატებითი ინფორმაცია გაყიდული და დაბრუნებული ტირაჟის შესახებ გვექნება ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, ანუ მომდევნო სამშაბათს.
6. თუ რაიმე მუქარას, ზეწოლას, ან გაზეთის შეფერხებას ადგილი ექნება, ეკა გიგაურის დახმარება ამ საკითხში არ დაგვჭირდება, „ქრონიკა+“ -ის რედაქცია პირადადაც მოახერხებს ფაქტების გასაჯაროებას.
p.s. გაზეთის ბოლო ნომერი, ტრადიციულად, პარასკევს აიტვირთება „ქრონიკა+“-ის ვებ გვერდზე.“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.