ნორა კვიციანი საპროტესტო აქციას იწყებს

22

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კოდორის ხეობის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის ემზარ კვიციანის საქმის განხილვა დაასრულა. პროცესი ისე დასრულდა რომ ბრალდების მხარის ერთ ერთი მთავარი მოწმე , თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა.

პროკურატურამ ემზარ კვიციანისთვი თავისუფლების აღკვეთა 12 წლით მოითხოვა, სასამართლო განაჩენს 17 ნოემბერს გამოაცხადებს.

ემზარ კვიციანის და, პოლიტპატიმარი ნორა კვიციანი აცხადებს რომ მის ძმას ის  “ნაციონალური მოძრაობა” ასამართლებს, რომელმაც ტყვიის გაუსროლლად ჩააბარა 2008 წელს კოდორის ხეობა რუსებს.

დღეს 15 სთ-ზე ნორა კვიციანი პარლამენტის წინ მჯდომარე საპროტესტო აქციას იწყებს. მას სხვა პოლიტპატიმრებიც შეუერთდებიან