პენტაგონი: ,,ამერიკული არმია დომინანტის როლს კარგავს”

Capture

პენტაგონის შეფის ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, ამერიკული არმია მსოფლიო ლიდერის პოზიციას კარგავს ,,მსოფლიოში ახლი ერა დაიწყო, რომელსაც ამერიკული არმია დომინანტის როლით ვეღარ მოერგება. ჩვენ აუცილებლად უნდა ვეძიოთ ახალი გზა და ჩვენი მიღწევები ულტრათანამედროვე ამპლუით წარმოვაჩინოთ .ეს რეალობაა. გასული საუკუნის სამხედრო ტექნოლოგიებს მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანა ფლობდა და ანალოგიურ მიღწევებს ამერიკული არმია მსოფლიო თანამეგობრობას დახვეწილი სახით სთავაზობდა. დღესღეობით კი უახლესი ტექნოლოგიების ათვისება წარმატებით განახორციელა უამრავმა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმაც. ამერიკულმა სამხედრო მანქანამ ელფერი დაკარგა. აუცილებელია ახალი გრძელვადიანი პროექტების წამოწყება და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა. მე ამ გეგმას ,,თავდაცვის ახალი ინოვაციების ინიციატივას ვუწოდებდი“ ჰეიგელის სიტყვების ციტირებას საგენტო ,,ТАСС“-ი აკეთებს.