ვლადიმერ პუტინი: ,,დონბასზე ეკონომიკური ბლოკადის გამოცხადება კიევის შეცდომაა”

2

ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის პრეზიდენტის პერტო პოროშენკოს ბრძანება შეაფასა, რომლითაც კიევის ხელისუფლებამ დონბასის რეგიონს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა. ,,მე მიმაჩნია, რომ ეს დიდი შეცდომაა. კიევის ხელისუფლება საკუთარი ხელით აჭრის დონბასის რეგიონს უკრაინას. მე მინდა მათ შევახსენო. კავკასიაში განვითარებული ცნობილი მოვლენების დროს, რუსეთის ფედერაცია საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობას ბოლომდე ასრულებდა. ჩვენ მოსახლეობას ვაძლევდით პენსიას და ნებისმიერი სოციალური პრობლემა შეძლებისდაგვარად გვარდებოდა. ვიცოდით, რომ ზოგიერთი ადგილობრივი, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დახმარებას ტერორისტებს აწვდიდა, მაგრამ ეს ჩვენი ვალდებულება იყო და ჩვენ ამ ვალდებულებას პირნათლად ვასრულებდით. ჩეჩენმა მოსახლეობამ საკუთარი თვალით იხილა რუსეთის მიერ ღირსების საკითხის დაცვა და საბოლოოდ რესპუბლიკის მოსახლეობამ ნდობა გამოგვიცხადა. მიმაჩნია, რომ კიევის ხელისუფლება დიდ შეცდომას უშვებს და საკუთარი ხელით აცილებს აღნიშნულ რეგიონს უკრაინას“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 7 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ იმ ქალაქების ნუსხა შეადგინა, რომლებსაც კიევი ვერ აკონტროლებს და პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების მიხედვით, დონბასის მთელ რიგ ქალაქებში შეწყდება პენსიების და ხელფასების გაცემა. პეტრო პოროშენკომ ეროვნულ ბანკს დონბასში, საბანკო მომსახურეობის აკრძალვის მოთხოვნა გაუგზავნა. შემუშავებული დოკუმენტი ფაქტობრივად რეგიონის მოსახლეობისადმი ეკონომიკურ ბლოკადის გამოცხადებას ნიშნავს.