კრიშტიანუ რონალდუმ ახალი რეკორდი დაამყარა

pic_782b390529487a94a985080accbb13e8

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო და ფინალურ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით, ახალი რეკორდი დაამყარა. ინფორმაცია ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ საიტზე დაიდო. მადრიდის რალის ფორვარდმა, სარეკორდო გოლი, ევრო 2016-ს შესარჩევი ციკლის მატჩში, 14 ნოემბერს სომხეთის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა, რომელიც საბოლოო ჯამში, პორტუგალიის ნაკრებისათვის გამარჯვების მომტანი გამოდგა. ამჟამად 29-წლის პორტუგალიელის ანგარიშზე 37 მატჩიდან გატანილი 23 გოლია. წინა რეკორდი თურქ ფეხბურთელს ჰაკან შუქურს ეკუთვნოდა, რომელსაც გვერდს 22 გატანილი გოლით დანიელი,,კოლეგა“ იონ-დალ ტომასონი უმშვენებდა. მომქმედ ფეხბურთელთაგან რონალდუს რეკორდის დამხობა მხოლოდ ირლანდიელ რობი კინს შეუძლია, რომლის ანგარიშზეც 21 გატანილი ბურთია.