რუსეთის პირველმა არხმა ,,ბოინგ777″-ის ჩამოგდების ამსახველი ფოტო მასალა გაასაჯაროვა

pic_aa846bfbfb0b61e93a1573255aec7625

რუსეთის ტელევიზიის პირველმა არხმა ,ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვების მსვლელობის დროს, ხელოვნური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო მასალა გაასაჯაროვა, რომელზეც ნათლად სჩანს, მიმდინარე წლის 17 ივლისს, დონეცკთან ჩამოგდებული მალაიზიის ავიახაზების კუთვნილ ავიალაინერზე ,სამხედრო თვითმფრინავის შეტევის კადრები. გადაცემის წამყვანის მიხეილ ლეონტიევის განცხადებით, ფოტო მასალა სახელმწიფო ტელევიაზიამ 12 ნოემბერს მოიპოვა და ის ,,შპიონი სპუტნიკის“ მიერაა გადაღებული. ფოტოზე კარგად სჩანს სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ავიაგამანადგურებელი, რომელიც ბოინგის მიმართულებით ,,ჰაერი ჰაერი“ კლასის რაკეტას ისვრის. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, ჯერ კიდევ ივლისის თვეში განაცხადა, რომ ,,ბოინგ777“ კატასტროფის ზონაში, იმავე წერტილში უკრაინული Су-25-ი იმყოფებოდა და მათ შორის მანძილი მხოლოდ 3-4 კილომეტრს შეადგენდა. უწყების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებისათვის გამართულ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე, ფაქტის დამადასტურებელი ფოტო მასალა წარმოადგინა. მალაიზიის ავიახზების კუთვნილმა ავიალაინერმა 2014 წლის 17 ივლისს, დონეცკის თავზე საშინელი კატასტროფა განიცადა. ტრაგედიას 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით დუდგენელია.