ღარიბაშვილის მხარდამჭერი ორგანიზაციის ხელმძღვანელი თაღლითობისთვის გასამართლებული პირია?!

22

„ქრონიკა+“-ის #28-ში გამოქვეყნდა სტატია, „შეუცნობელია გზანი უფლისანი… ბიძინასიც“, რომელსაც აჭარაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეტიც, აფეთქების ეფექტი ჰქონდა, რადგან მასში ჩვენმა ბათუმელმა წყარომ იმდენად სკანდალური ფაქტი გაახმაურა, რომ ხელისუფლება ნამდვილად უნდა დაფიქრდეს, არის თუ არა აჭარაში „ქართული ოცნების“ რიგებში ყველაფერი წესრიგში?!.

სწორედ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის ოფისის კედელზე გაკრული ღარიბაშვილის პლაკატი ჩამოიხა, ოღონდ ვინ ჩაიდინა ეს, ჯერჯერობით, ვერ გავარკვიეთ, თუმცაღა ვეჭვობთ, რომ აღნიშნული ქმედება თავად ამ ორგანიზაციის თანამშრომლებმა ჩაიდინეს, რადგან არ სურდათ, თავიანთი ბიოგრაფიებიდან გამომდინარე, მოსახლეობა ზომაზე მეტად გაეღიზიანებინათ… ეს ფაქტი რომ ნამდვილად მოხდა, ამას ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ორიოდე დღის წინათ გადაღებული ფოტოც ადასტურებს.

ჩვენი ბათუმელი წყარო სტატიაში „შეუცნობელია გზანი უფლისანი… ბიძინასიც“ მოგვითხრობდა ბათუმის დელფინარიუმში ა. წ. 20 ოქტომბერს 13:00 საათზე ჩატარებული შეხვედრის დეტალებზე და გვაუწყებდა, რომ ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ადიკო ივანიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი მოძრაობის დაარსების სურვილი აუწყა და იქვე ამ მოძრაობის ხელმძღვანელი პირების პრეზენტაციაც მოაწყოო…

აჭარაში ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი მოძრაობის თავმჯდომარედ ბატონ ადიკო ივანიშვილს ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომის მკვიდრი, ყოფილი პოლიციელი, ვინმე რამაზ ირემაძე წარუდგენია, მაგრამ ჩვენი გაზეთის გაყიდვაში გასვლიდან მეორე დღეს ღორჯომელებმა ჩემს პირად მობილურ ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს: ქალბატონო ირინა, წავიკითხეთ თქვენი სტატია და ხმამაღლა ვაფიქსირებთ, რომ არაკაცი რამაზ ირემაძე ღორჯომელი კი არა, სოფელ ირემაძეებიდან არის და ამ უზუსტობით, თუ შეიძლება, შეურაცხყოფას ნუ აყენებთ ჩვენს სოფელსო…

გარდა რამაზ ირემაძისადმი უარყოფითი ზარებისა, ჩემს მობილურ ტელეფონზე იმ აჭარლებმაც დარეკეს, რომლებიც კარგად იცნობენ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი მოძრაობის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელს, ეთერ ჯორთმენაძეს და მინდა გაუწყოთ, რომ თვით ჯორთმენაძემაც დამირეკა, ოღონდაც არ იცოდა, სად რეკავდა, _ ტელევიზიაში, რადიოში თუ გაზეთში?..

_ ალიო, ირინა გოგოსაშვილი ხართ?

_ დიახ, გენაცვალე, გისმენთ…

_ მე ახლა ტელევიზიაში ვრეკავ, რადიოში თუ გაზეთში?..

_ კი მაგრამ, ვინ ბრძანდებით, ვის ვესაუბრები?

_ ეთერი ვარ, ჯორთმენაძე… რაცხა რომ დაგიჯღაბნია ჩემზე, ე, ახლავე მივდივარ სასამართლოში და საჩივარი შემაქვს შენზე… ფეხები არ მომჭამო! შენ ვინც შეგიშინებია, ისინი შეაშინე… მე „ნაციონალებმა“ ვერ დამიმტკიცეს ვერაფერი და შენ ვინ აგდიხარ, თაღლითია და ნასამართლევიო, რომ წერ?.. გიჩივლებ მაგ სიტყვაზე, თაღლითები და ნასამართლევები შენკენ მოიკითხე, შე დამპალო!..

_ მომისმინეთ, ეს სიტყვები მე კი არ მეკუთვნის, ვინც ინტერვიუ მომცა, იმან თქვა და მეორეც, ჩემთვის ის ისტორია, რომელიც იმ ადამიანმა მოყვა, კარგად ნაცნობია, რადგან შენი ლომბარდი და სახლი ჩემი სახლიდან არცთუ ისე შორსაა…

_ ეგღა მაკლია, შენი მეზობელი ვყოფილიყავი, წინა ხელისუფლების „ნასედკებთან“ და შენისთანა დამპლებთან რა საქმე მაქვს მე?!.

_ აბა, ეხლა ენას კბილი მოუჭირე!.. ნახევარმა ბათუმმა იცის: შენ რეები გაქვს ნაკეთები, მაგრამ სტატია თუ წაიკითხე, ჩემი არც ერთი რეპლიკა არ არის იქ, გარდა იმისა, რომ გემის კაპიტანი იყო შენი ქმარი და ის, რომ ბათუმში ჩემი სახლიდან შენს სახლამდე ძალიან ცოტა მანძილია…

_ შენ მოგ…ნავ დედის ტ…ს, შე ჩათ…ო, შენ თუ არ „გაგსროკე“, ქალი არ ვიყო, ე, მივდივარ ახლა, ვწერ საჩივარს ცილისწამებაზე და ვნახოთ მერე, ბოდიშებს რომ დეიწყებ და აღარ დაამთავრებ…

_ ოეეე, ეთერაააა!.. ახლა კარგად მომისმინე!.. ვიდრე ჩემთან დარეკავდი, არ გითხრეს, მაგ ქალი არ გადაიკიდო, თორემ მართლა მოგეტ…ბა კარგის ტრ…ო?!. მეორედ ჩემი ნომერი აღარ აკრიფო, გაფრთხილებ და გაფრთხილებ იმასაც, რომ შემდეგ ნომერში რაც დაიწერება, იმის დოკუმენტებსაც დაგიდებ, იმ ხალხსაც ჩავწერ, ვინც შენ გააუბედურე და გადააგდე, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილთან მივალ და მოვუყვები, ვიღაცებმა შენისთანა თაღლითებით და მართლა „ნასედკებით“ რომ დაუტენეს მხარდამჭერი მოძრაობა, გაიგე?!!! შენ ვის აგინებ, შე დამპალო, არ ვიცოდე მაინც, ვინ გდიხარ!!!

_ ჩემი მომრევი ქალი არ მეგულება, გეიგე?!. გშურთ და ებრძვით ირაკლი ღარიბაშვილს და სწორედ ამიტომ მოგიტ… დედის ტრ… ხომ შეგპირდი, იცოდე, აგისრულებ, შე ნაბოზ… ელოდები, ხომ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოსვლას?!. (ყურმილი დაკიდა, _ ი. გ.)

ჩემს მობილურზე ეთერ ჯორთმენაძის მიერ მართლაც რომ განხორციელდა ზარი და, დაახლოებით, 5 წუთი გრძელდებოდა ჩემი და მისი დიალოგია. ამას ჩემს მობილურზე შემოსული ზარების დეტალური ამონაწერითაც დავადასტურებ. ჟურნალისტის შანტაჟისა და მუქარისათვის აუცილებლად შევიტან სარჩელს ეთერ ჯორთმენაძის წინააღმდეგ და შემდეგ მან და მისმა მყვარებლებმა დაითვალონ, ვის სასარგებლოდ ჩაიყრება ქულები იმ ყულაბაში, რომელსაც სიმართლე და ჭეშმარიტების დადგენა ჰქვია!..

როგორც უკვე მოგახსენეთ, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი მოძრაობის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელად ეთერ ჯორთმენაძე დაინიშნა, მაგრამ ხომ საინტერესოა ქალბატონი ეთერის წარსული?!. ჩემი მხრივ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბათუმის სასამართლოდან არაოფიციალური დასტური მივიღე იმაზე, რომ: მოქალაქე ეთერ ჯორთმენაძე, თაღლითობის ბრალდებით, ბათუმის სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის III ნაწილის მიხედვით გაასამართლა, მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სასამართლოს თანამშრომელმა იქვე ისიც მითხრა, რომ ქუთაისის სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ ეთერ ჯორთმენაძეს 7-წლიანი პატიმრობა 3-წლიანი პატიმრობით შეეცვალა, რის შემდეგაც იგი „მატროსოვის ციხეში“ „ოტ ზვონკა, დო ზვონკა“ იჯდა… ეს ინფორმაცია რომ უზუსტესია, „ქრონიკა+“-ის შემდეგ ნომერში ამ სიტყვების დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს გამოვაქვეყნებთ და თუ რატომ არ ვაქვეყნებთ ახლა, ამას მარტივი მიზეზი აქვს, _ შესაბამისი სტრუქტურებიდან ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის მიღებას 10-დღიანი ვადა აქვს და ამიტომაც, ამ ჯერზე, გადავწყვიტეთ, გავსაუბრებოდით ქალბატონს, რომელიც თავად დაგვიკავშირდა და რომელიც ეთერ ჯორთმენაძის ერთ-ერთი მსხვერპლი გახლდათ…

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ქეთევან უნგიაძე:

_ წავიკითხე თქვენ მიერ დაწერილი წერილი, ქალბატონო ირინა, მაგრამ რაც ეთერ ჯორთმენაძეზე იმ სტატიაში ეწერა, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მაგან ჯოჯოხეთი მოგვიწყო… ცხოვრების მიზნად დავისახე, რომ თუ ეთერ ჯორთმენაძეს ციხეში არ ჩავსვამდი, თავს მოვიკლავდი და ეს სიტყვები ერთ-ერთ სასამართლოზე მოსამართლესაც ვუთხარი… ჯოჯოხეთი გამოგვატარა მაგ საზიზღარმა აფერისტმა და თქვენი წერილი რომ წავიკითხე „ქრონიკა+“-ში და გავიგე, ღარიბაშვილის მხარდამჭერი ორგანიზაციის ხელმძღვანელიაო, თუ გული არ გამისკდებოდა, არ მეგონა. ესაა სამართალი?!. სად იყურებიან „ოცნების“ აჭარის თავკაცები?!. ვერ დავიჯერებ, რომ არ იციან, ვინ არის ეს ქალი და რა დანაშაულებები აქვს მას ჩადენილი. თუ არ იციან, თქვენც გეუბნებით და მათაც, _ ხალხო, ეთერ ჯორთმენაძეს ბათუმის სასამართლომ თაღლითობისათვის 7-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა, მაგრამ „ნაცმოძრაობამ“ მასთან დაახლოებულ ჯორთმენაძეს ქუთაისის სასამართლოში ჩაუწყო საქმე და 180-ე მუხლის III ნაწილი I და II ნაწილზე გადმოუყვანეს, რის შემდეგაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა… დოკუმენტურად ვერავინ დაუმტკიცა, რომ თაღლითობდა, მე დავუმტკიცე, მე შევიტანე საჩივარი მის სახელზე და თაღლითობის ბრალდებით სწორედ ჩემი საჩივრის საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მაგ არაქალის მიმართ!..

_ ქალბატონო, ეთერ ჯორთმენაძემ ტელეფონით საუბრისას მითხრა, რომ ნასამართლევი არ ვყოფილვარ და ცილს რომ მწამებ, თქვენს გაზეთს ვუჩივლებ და დავახურინებო… „ნაცების“ „ნასედკა“ მიწოდა, იმავდროულად, ღარიბაშვილის გშურთ და „ნაცების“ მოსვლას ელოდებიო, ესეც მითხრა…

_ „ნაციონალების“ „ნასედკა“ თვითონ არის მაი დამპალი და იმიტომაც იყო, რომ 7-წლიანი პატიმრობა 3 წლით შეუცვალეს, ჩემს სასარგებლოდ გადასახდელი 10000 დოლარის თანხის ნაწილში კი „ნაციონალები“ ისე მიეხმარნენ, რომ ქუთაისის სასამართლომ საერთოდ გაუნულა ვალდებულება და მიზეზად საქმის ხანდაზმულობა მოიყვანა… გადარეული იყო პროკურორიც და ყველაც, ვისაც ჩემს საქმესთან შეხება ჰქონდა. მახსოვს, პროკურორმა ისიც კი თქვა, როდესაც თაღლითობის მუხლით მიდის საქმე, ხანდაზმულობის ვადების ანულირება არ ხდება, როგორც წესი და რატომ ვარღვევთ კანონსო?!.

_ ვინ იყო ის პროკურორი?

_ გიორგი დავითაშვილი იყო მისი სახელი და გვარი, წესიერი და პროფესიონალი კაცი, ვინ არ მიუგზავნა ეთერამ და იმისმა „ბრიაშკამ“, მაგრამ როგორც მე ვიცი, არავინ გაიკარა ბატონმა გიორგიმ, თავის პრინციპებზე და კანონის უზენაესობაზე შეაჩერა არჩევანი და საბოლოოდ ის იყო, რომ ბათუმის სასამართლომ ეთერ ჯორთმენაძეს თაღლითობის მუხლით (180-ე, III) 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა!!!

_ იქნებ, მიამბოთ, თქვენი და ეთერ ჯორთმენაძის ურთიერთობა როგორ დაიწყო?

_ ჩემი აწ გარდაცვლილი სიძე და ეთერ ჯორთმენაძის მეუღლე ერთად მუშაობდნენ გემზე… ჯორთმენაძის ქმარი „სტარპომი“ იყო, მერე გახდა კაპიტანი. მაშინ ძალიან მოდაში და მაცდუნებელი იყო ლომბარდების თემა და ჩემი მაზლის რჩევით, მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, იოლად გვეშოვა ფული და ჩემი სიძის თანამშრომლის ცოლთან, ე. ი. ეთერ ჯორთმენაძესთან ბათუმში, კამოს ქუჩაზე, ლომბარდში მიგვეტანა ჩვენი ფული და რაღაც პერიოდის განმავლობაში პროცენტები მიგვეღო. ასე მიგვქონდა ხან 2000 დოლარი, ხან 3000, ხან 5000, ხან 10000 დოლარი და ხუთი თვე ვიღებდით კიდეც პროცენტს, მაგრამ ეს ფული 20 ათას ამერიკულ დოლარამდე რომ ავიდა, აი, მაშინ კი გვიტირა ეთერამ დედა!.. გაწელა და გაწელა დრო, აღარ გვიხდიდა პროცენტს, იმიზეზებდა ათას ტყუილს და ამასობაში ჩამოვიდა კიდეც რეისიდან მისი კაპიტანი ქმარი… დახვდნენ ამდენი მოვალეები, ვიღაცები ცოლის უმსგავსო საქციელზეც მოუყვნენ ისტორიებს და იმ უბედურმა სწორედ იმ ლომბარდის შენობაში ჩამოიხრჩო თავი, სადაც მისი ცოლი, ეთერ ჯორთმენაძე, თაღლითობას ეწეოდა, გამიგეთ?!. როგორც უკვე გითხარით, აღნიშნული ლომბარდი კამოს ქუჩაზე იყო დღევანდელ ახმედ მელაშვილისა და გამსახურდიას ქუჩის კუთხეში…

_ ჩემი სახლიც კამოზეა და გუშინდელი დღესავით მახსოვს, გემის კაპიტანმა ცოლის ვალების გამო რომ ჩამოიხრჩო თავი… ე. ი. თქვენ დადასტურებულად მეუბნებით, რომ ეთერ ჯორთმენაძე ნასამართლევია თალღითობაზე და თანაც, „მატროსოვზე“ ქალთა კოლონიაში იხდიდა სასჯელს 3 წლის განმავლობაში?!.

_ რას ბრძანებთ, ამას მე კი არ გიდასტურებთ, ამას ბათუმისა და ქუთაისის სასამართლოების არქივი დაგიდასტურებთ! ამას გარდა, ჩამობრძანდით, ბატონო, ბათუმში და იმდენ ადამიანს შეგახვედრებთ, ვინც ეთერამ გადააგდო, განცვიფრდებით… თაღლითობაზე იჯდა, აბა, რაზე იჯდა?!. ჰო, დამავიწყდა მთავარი მეთქვა… ეთერ ჯორთმენაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ჩემი საჩივრის საფუძველზე აღიძრა, რადგან დანარჩენმა „გადაგდებულებმა“, მაშინაც და დღესაც, იმიტომ, რომ ოფიციალური ხელშეკრულებები არ ჰქონდათ გაფორმებული, ვერ უჩივლეს ეთერ ჯორთმენაძეს, თანაც, ეს ქალი მუდმივად აშანტაჟებდა ამ ადამიანებს, ემუქრებოდა და რადგან ყველამ იცოდა მისი კავშირები ბათუმის პოლიციის III ქვეგანყოფილებასთან, დაშინებულები ჩუმდებოდნენ და სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ იმ ფულს თუ ძვირფასეულობას, რომელიც, თავის დროზე, ამ აფერისტ ქალთან მიჰქონდათ… ჩამობრძანდით, ბატონო და ბათუმში ერთ ეზოში მიგიყვანთ, სადაც ერთდროულად სამი ოჯახი ჰყავს გადაგდებული, მაგრამ ეგ არ არის ახლა მთავარი, მთავარი ის არის, რომ ამ თაღლითს სულ რამდენიმე ხნის წინათ ახალმა ხელისუფლებამ საშუალება მისცა, საკრებულოში, თუ აღარ მახსოვს, რაღაცის დეპუტატობაზე ეყარა კენჭი და როდესაც იმ ეზოში მივიდა და იმ ქუჩაზე, სადაც სამი ოჯახი ერთდროულად ჰყავდა გადაგდებული, აი, იქ ატყდა, თუ ატყდა ამბავი… _ თუ ამირჩევთ, თქვენს უფლებებს დავიცავო! _ ასე ეუბნებოდა ეთერი ხალხს იმ უბანში, მარააა!.. რომ ეცა ხალხი, _ შე თაღლითო, შენ ჩვენი უფლებები როგორ უნდა დაიცვა, როცა ჩვენ გადაგდებაზე ხარ მოწოდებულიო?! ე, მაშინ კი იკადრა და მოკურცხლა იქიდან. გამოეკიდა ხალხი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაგრამ ეს ამბავი თავის სასარგებლოდ გამოიყენა, გამოვიდა იმავე საღამოს აჭარის ტელევიზიით და სულ ტყუილები იძახა, _ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოკაცია მომიწყოო… ეჰ, ბათუმელებმა ხომ კარგად იციან, რისი გულისთვის გამოეკიდა მას ხალხი!.. მაგრამ იცით, რა მიკვირს?.. ეს ჩვენი ადგილობრივი ტელევიზია და გაზეთები რატომ არ ამბობენ იმას, რომ გამსახურდიას #16-ში მდებარე სახლი, სადაც ამჟამად ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ორგანიზაციაა, ამ სახლის პატრონი და ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი თაღლითობაზე ნასამართლევი ეთერ ჯორთმენაძე რომ არის?!. თბილისის გაზეთმა თუ გაიგო ეს ამბავი, იქვე, ორ ნაბიჯში მდებარე აჭარის ტელევიზიისთვის, ანდა ჩვენი გაზეთებისთვის რატომ გახდა უცნობი ეს ფაქტები?!.

_ ოოო!.. ეთერ ჯორთმენაძეს დღეს ისეთი `კრიშა~ ჰყოლია, რომ ჩემი აჭარელი კოლეგები კიდევ დიდხანს ვერ გაბედავენ მასზე სიმართლის თქმას, რადგან ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, მაკა ივანიშვილი, ერთ დროს ეთერ ჯორთმენაძის მდგმური ყოფილა, ჰოდა, სავარაუდოდ, ვიდრე თვითონ ბატონი ბიძინა არ მიხედავს საკუთარი ნათესავისა და თაღლითობისთვის გასამართლებული ქალის ტანდემს, ვერავინ ვერც სიუჟეტს მოამზადებს და ვერც საგაზეთო სტატიას აჭარაში!.. ისიც მითხრეს, რომ სულ ცოტა ხნის წინათ მაკა ივანიშვილი მთავრობის აპარატში მედიასთან ურთიერთობებს კურირებდა, თუმცა რამდენიმე ხნის წინ იგი აჭარის არქივის უფროსად გადაუყვანიათ და მეტიც, მაუწყეს ის, რომ ქალბატონი მაკა აჭარაში, გარდა იმისა, რომ ივანიშვილების თვალი, ყური და ინფორმაციის მთავარი მიმწოდებელია, აგრეთვე ეთერ ჯორთმენაძის „კარიერულ აღმასვლასაც“ აკონტროლებსო!.. ალბათ, დიდი გავლენები აქვს ქალბატონ მაკას და ეთერ ჯორთმენაძეც იმიტომ იმუქრება ტელეფონით, გიჩივლებთ და გაზეთს დაგიხურავთო!..

_ მე არ ვიცი, უკაცრავად, ეგ ამბები, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ეს აფერისტი ჯორთმენაძე ყველა უწყებაში თავისუფლად შედის და კარსაც ყველა უღებს, დეპუტატი მედეა ვასაძე ხომ იცით?.. იმასთან დადის ხოლმე, ალბათ, ატყუებს, უსამართლოდ ვიხდიდი სასჯელსო და ვბრაზობდი ამაზე, იქ რომ დადიოდა… დავურეკე მედიკოს და ვუთხარი, _ მედიკო, არ გეკადრება, მაგ თაღლით დედაკაცს შენს კაბინეტში რომ უშვებ-მეთქი… მაგრამ რა მიპასუხა იცით, ქალბატონმა მედეამ?.. _ მე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი მაბარია და ჩემი კაბინეტიდან ვერავის გავაგდებო!.. ახლაც დარბის აღმა-დაღმა ეთერა და გაიძახის, უდანაშაულო ვარ, ტყუილად ვიხდიდი სასჯელს, მომიხსენით ნასამართლეობაო, მაგრამ მაშინ, როცა ვუჩივლე და ჩემი საქმე მურთაზ ზოდელავამაც წაიკითხა, რომელსაც შევხვდი, ასე მითხრა, _ ქალბატონო, მინიმუმ 7-8 წელი პატიმრობა ემუქრება ასეთი მუხლის ასეთი ნაწილის გათვალისწინებითო!.. ისიც მითხრა, საქმეში ისეთი გარემოებებია გამოკვეთილი, ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაბედავს ნაკლები სასჯელის გათვალისწინებას და მშვიდად იყავითო!.. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ბათუმის სასამართლოს ბოლო სხდომის წინ, ეთერტ ჯორთმენაძე ვიღაცამ გააფრთხილა სასამართლოს დარბაზიდან აგიყვანენო! 3 თვე მიმალვაში იყო და ბოლოს თბილისში ნაქირავებ ბინაში მიაგნეს, დააპატიმრეს, მაგრამ არც მისი ძებნილობა გაუთვალისწინებია სასამართლოს და არც ის ბინა ჩამოურთმევია, რომელიც გირაოთი ჰქონდა გარანტიის სახით წარდგენილი! მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ოფიციალურ ბლანკზე ლომბარდთან გაფორმებული ხელშეკრულება მქონდა გაფორმებული… როდესაც მის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე და საქმის მასალებიც აიკინძა, არ ვიცი, რა გზებით და ვისი მეშვეობით, მაგრამ საქმიდან სწორედ ეს ხელშეკრულება ამოაღებინა ვიღაცას, გააკეთებინა ასლი, მისთვის მიუღებელ ტექსტებს დააფარა და ისე გადააქსეროქსა… შემდეგ, როდესაც წარმოადგინა ხელშეკრულება, თითქოს სიყალბეს ადგილი არ ჰქონდა, აი, მაშინ ჩავატარებინეთ ექსპერტიზა ორივე დოკუმენტზე, ანუ ჩემს ხელშეკრულებასა და ეთერის ნათაღლითებ ხელშეკრულებაზე. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ჩემი ხელშეკრულება იყო დედანი, ხოლო მისი _ დედნის ასლს არ შეესაბამებოდა!!! აი, ასეთ რამეებს აკეთებდა ეგ ქალი, ყველაფერზე ხელს აწერდა, ყველაფერზე მიდიოდა, ყველაფერზე წამსვლელია დღემდე და თაღლითობაზე ნასამართლევი ქალი უნდა ეჯდეთ ხელისუფლებისა და ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ოფისის ხელმძღვანელად, ხალხო?! ვეღარ გავიგე, ჩალითაა ქვეყანა დახურული, თუ რა ხდება! ქალბატონო ირინა, მე ჩემს ფულებს ვეღარ დავიბრუნებ, მაგრამ იმის თქმის საშუალება რომ მომეცით, გავაგებინო ყველას, ვინ უზით „დედოფლად“ ღარიბაშვილის მხარდამჭერ ოფისში, ამისთვის მადლობას გიხდით!.. აქვე ძალიან გთხოვთ, უეჭველად გამოითხოვოთ ბათუმისა და ქუთაისის სასამართლოს განაჩენები, გამოაქვეყნოთ ისინი და შემდეგ, როგორც საზოგადოებას, ისე უფრო ზევით, ჰკითხოთ, _ აქვს კი უფლება თაღლითობაზე გასამართლებულ და ციხეში ნაჯდომ ქალს, „ნაციონალების“ აგენტს და აფერისტ ადამიანს, თუნდაც თქვენ და თქვენი გაზეთი გაშანტაჟოთ და ჩივილით დაგემუქროთ?!. ეს რა მესმის?! როგორ აბედინებენ ამდენს, ვერ გავიგე?! ანდა, როცა, ვთქვათ, დეპუტატობაზე აძლევენ კენჭისყრის უფლებას, პირადი „სივი“, ან განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ უნდა მოსთხოვონ კანდიდატს?!.

_ სხვათა შორის, როდესაც ეთერ ჯორთმენაძისგან დაზარალებულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ დამირეკა, მითხრა, რომ მაგ ქალბატონს ორი დიპლომი აქვს, ერთი საქართველოში ნაყიდი და მეორე კი _ რუსეთშიო… ისე კი, მართლაც კარგი იქნება, თუკი გარდა `ქართული ოცნებისა~ სამართალდამცველებიც დაინტერესდებიან ჯორთმენაძის დიპლომების თემით, მე კი, ჩემი მხრივ, ვპირდები, რომ ყველა დოკუმენტს მოვიძიებ, რაც მის ნასამართლეობასთან არის დაკავშირებული და ვპირდები იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პირადად შევხვდები და გადავცემ მისი ნასამართლეობის დოკუმენტაციას… დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ შეწუხდით და დამირეკეთ და გპირდებით, თქვენ არ იქნებით უკანასკნელი მათ რიგებში, ვინც ეთერ ჯორთმენაძეს სახალხოდ ამხელს.

_ პირიქით, დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო ირინა, რომ ამდენ ხანს მისმენდით, სამართალმა პური უნდა ჭამოს, თაღლითების ადგილი ხელისუფლებაში კი არა, ციხეშია, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინათ არის გამოთრეული!..

ალბათ, ხვდებით, რომ წინ დიდი ომი მელოდება. კი ბატონო, იჩივლოს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეთერ ჯორთმენაძემ, საჩივარი შეიტანოს ჩვენი გაზეთის წინააღმდეგ და შემდეგ ვნახავთ, ვინ გაიმარჯვებს!. ისე კი ქალბატონ ეთერ ჯორთმენაძეს თავისი ფეისბუქის კედელზე ირაკლი ღარიბაშვილის ფოტო აქვს დამაგრებული, ალბათ, იმიტომ, რომ თავისი სახე არ გააჩნია. გარდა ამისა, მსგავსი მლიქვნელური ქცევები იმ ადამიანებს ახასიათებთ ხოლმე, ვინც რამე გამორჩენას ელოდება ამა თუ იმ პიროვნებისგან და ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ადამიანებისგან მოდის ხოლმე პირველად ღალატიც, ზურგში მახვილის ჩაცემაც და შემდეგ თავის მართლება, ეს მე არ გამიკეთებიაო!.. ფრთხილად, ბატონო პრემიერო, ფრთხილად, ამდაგვარი ადამიანები უამრავი გყავთ გვერდით, ამჯერად, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის გაშიფვრა მოვახერხე, თუმცა თუკი „ქრონიკა+“-ის #28-ს გადაიკითხავთ, ბევრ ისეთ სახეს ნახავთ იქ, რომლებსაც მართალია თქვენ არა, მაგრამ აჭარა კარგად იცნობს, ცრუ დასმენებისა და ყოვლად უღირსი საქციელების გამო!..

შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ თაღლითობისთვის გასამართლებული და ამჟამად ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი მოძრაობის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის, ეთერ ჯორთმენაძის მიერ დაზარალებული ადამიანის ინტერვიუს და მერწმუნეთ, ძვირფასო მკითხველო, რომ ეს ისტორია არათუ შეგძრავთ, ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ!..

 

                                                                                                    ირინე გოგოსაშვილი