უინსტონ ჩერჩილი ტრუმენს სსრკ-ს წინააღმდეგ ატომური ბომბის სროლას თხოვდა

12

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ, მეორე მსფლიო ომის დროინდელ საიდუმლო დოკუმენტებზე გრიფის მოხსნის შემდეგ გაირკვა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი შტატებს 1947 წელს, საბჭოთა კავშირის წინააღდეგ ატომური ბომბის სროლას სთხოვდა. საიდუმლო მასალებმა დღის სინათლე The Daily Mail-ს წყალობით იხილა. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ბრიტანელი პოლიტიკოსი, სტალინის შესაჩერებლად ერთ გამაფრთხილებელ გასროლას ითხოვდა. გამოცემის ინფორმაციით, უინსტონ ჩერჩილმა აღნიშნული მოთხოვნით 1947 წელს, სენატორ სტაილზ ბრიდჟესს (Styles Bridges) (რესპუბლიკური პარტიიდან) მიმართა. ის ცდილობდა სენატორს დაერწმუნებინა ამერიკის პრეზიდენტი გარი ტრუმენი, კრემლისთვის ბირთვული ბომბი ესროლა. ყოფილი პრემიერი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ქმედების შემდეგ რუსეთი დასავლეთისთვის ნაკლებად სახიფათო იქნებოდა. ,,იმ პერიოდისთვის საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო ბირთვული ,,დერჟავა“ და შესაბამისად ვერ შეძლებდა  ამერიკული ატომური დარტყმისთვის ადექვატურად ეპასუხა. პირველი ატომური ბომბი  (22 კილოტონის სიმძლავრის) საბჭოთა კავშირმა 1949 წელს ყაზახეთში მდებარე სემიპალატინსკის პოლიგონზე გამოსცადა. უინსტონ ჩერჩილი ბრიტანეთის ხელისუფლებას 1940-45 წლებში მეთაურობდა. თუმცა სამამულო ომის დასრულებამდე რამოდენიმე ხნით ადრე მან არჩევნები კლემენტ ეტლისთან წააგო. 1951 წელს ჩერჩილი პრემიერ მინისტრის პოსტზე დაბრუნდა და ხელისუფლებაში 1955 წლამდე დაჰყო“ – წერს გერმანული გამოცემა.