ირინა სარიშვილის ბატონყმურფეოდალური სტატუსი – „გვაჩუქა ორი წელი! ტფუი!!!“

sar

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით ყოფილი პრემიერის დარღვეულმა დუმილმა მთელი საზოგადოება აალაპარაკა. ბევრი აღტაცებაში მოიყვანა მისმა „მონოლოგმა“, ბევრიც დააფიქრა. ირინა სარიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა „პირველ მოქალაქესა“ და „საზოგადოება 2030“-ს:

„ – შევქმენი საზოგადოება „2030″… ასე იმიტომ დავარქვი, რომ ხომ თავიდანვე დავპირდი საზოგადოებას 20 წელი დასჭირდება საზოგადოების ჩამოყალიბებას-მეთქი… 2 წელი უკვე ვიყავი, დარჩა 18 წელი… გამოდის, 2032 წელი… მე დავამრგვალე ციფრი და გამოვიდა 2030 წელი…
სწორედ 2030 წლამდე ეს საზოგადოება დაკავებული იქნება ანალიტიკოსების მომზადებით და მე პირადად ვიზრუნებ ამაზე… უკვე დაწყებული გვაქვს“…

თან თვითონ რო ამრგვალებს!!! არადა შეეძლო 2032 დაეტოვებინა! არ ქნა მაინც! კეთილია! დაგვინდო და გვაჩუქა ორი წელი! ტფუი!!!

და ეს მხოლოდ მცირე ნაწყვეტია ივანიშვილის გამოსვლიდან…

აი, თუ ჩვენი მოსახლეობის ერთმა მესამედმა მაინც აი ამას, რაც აქ წერია, სულ ცოტა, პროტესტის გარეშე უსმინა, თან არა მხოლოდ ვადების, არამედ ადამიანების მიმართ ამ ავადმყოფური დამოკიდებულების გამო, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება!!! არასდროს!!!

P.S. ნაცი არ ვარ, სტატუსი ბატონყმურფეოდალურია.“ – წერს ირინა სარიშვილი.