„ნაცმოძრაობა“ „ივანიშვილი 2030“-ს აფასებს – „დღეს ვიხილეთ ქართველი კადაფი!“

vrr

ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მოქმედი „პირველი მოქალაქის“ სატელევიზიო გამოსვლას საჯარო სივრცეში შეფასებებს აძლევენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მათი განცხადებებიდან ირკვევა, რომ ივანიშვილის პოლიტიკის არ ესმით, მაგრამ პირდაპირ ეთერში მოქალაქე ბიძინას, თითქმის ყველა „ნაციონალმა“ უსმინა. „ქრონიკა+“ მათი შეფასებების კოლაჟს წარმოგიდგენთ:

გიორგი კანდელაკი – „საათ და ორმოცწუთიანი ბოდვის შემდეგ თვალი გავუსწოროთ რეალობას:

_ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი გიჟი
_  ირაკლი ალასანია დანიშნა „კონსტრუქციულ ოპოზიციად“ და „ქურდთან ხლებისას“ ალასანიამ (მათ შორის ერთი ადგილის არქონის გამო) ამის პირობა მისცა. ამისვე დასტური იყო დღევანდელი ყრილობა
_ დღეს ვიხილეთ ქართველი კადაფი, რომელიც მართლა 2030-მდე აპირებს დარჩენას.
_  რაც მალე მოვიცილებთ ამ გიჟს მით უკეთესი ჩვენთვისაც, ჩვენი შვილებისთვისაც და ამ ქვეყნის მომავლისთვისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში საქრთველოს ემუქრება სრული კატასტროფა!“

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ბატონი ბიძინას“  სამყარო:

– მთავარი საფრთხე „ნაციონალური მოძრაობაა“
– მარგველაშვილი სძულს
– ალასანიაზე ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა. ისე ხაფანგში ჰყავს
– უსუფაშვილზე არც ღელავს
– ღარიბაშვილი ხელის ბიჭია
– როგორ უნდა მოიგოს შემდეგი არჩევნები, ჯერ ინსტრუქცია არ აქვს!“

 

ზურაბ ჯაფარიძე – „ჯერ იყო „მყისიერად“, მერე – „ჩვენ 4 წლით აგვირჩია ხალხმა და დაპირებებიც 4 წლის ბოლოსთვის გავეცით“, მერე – სამთავრობო პროგრამა „საქართველო 2020“, დღეს – „საზოგადოება 2030“ – წინსვლა სახეზეა! „ტელევიზიით თუ ისე, მე ყველაფერს ვუყურებ, ყველაფერს ვაარქივებ“. „6 თვე ურეკში ვიჯექი“ – 7 მილიარდი რომ გაქვს და 6 თვე ურეკში „რუსთავი2“-ს უყურებ და აარქივებ… ალბათ, ძალიან, ძალიან, ძალიან უნდა გინდოდეს ანალიტიკოსების მომზადება 2030-ისთვის!“

 

სერგო რატიანი _ „ ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში და განსაკუთრებით ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუში გამოვლინდა, აღარ არის კულუარებიდან მართვა, რაც თავის მხრივ დემოკრატიული სახელმწიფოს ეროზიას წარმოადგენს, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ფორმალურ პატივისცემას მაინც გულისხმობს და გარკვეულ კულტურაზე მიანიშნებს. იგულისხმება, რომ ვიღაცას რაღაცის ერიდება და ღია დიქტატისგან თავს იკავებს.
ბოლო მოვლენების ფონზე აშკარა ხდება, რომ ივანიშვილი სრულიად დაუფარავად და თავხედურად წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ ერთადერთ პირს.
საქართველოს, ფაქტობრივად, მართავს განდიდების მანიით შეპყრობილი მაფიოზი, რომელსაც, აგრეთვე აქვს პრეტენზია აკონტროლოს სამოქაალაქო საზოგადოება და მედია.“

 

ჩიორა თაქთაქიშვილი – „ეს უგუნური ბეცი 2030 წლამდე აპირებს ჩვენს „მორჯულებას“. ეს სასაცილო აღარ არის. ეს კაცი თავისი რუსული ფულით წარმოადგენს რეალურ საფრთხეს არა მარტო ქართული სახელმწიფოსთვის, არამედ მის „სამფლობელოში“ მყოფი თითოეული ადამიანისთვის. მისი მსჯელობა ნამდვილად სცდება გეოპოლიტიკური ორიენტაციის თემას, ეს ადამიანი არ არის ჯანსაღი. მას გონია, რომ ჩვენ მისი საცდელი ობიექტები ვართ და არა პიროვნებები.“

 

დავით დარჩიაშვილი – „აჰა, მოვუსმინე…ეს არის ტიპური ქურდული საუბარი. „ფენია“ არაა – თუ ნერვებს არ აუშლი, ქურდულ სლენგზე არ გადავა, მაგრამ სიტყვების კორიანტელი, დემაგოგია, რეალობის სასურველად წარმოჩენა, ჭეშმარიტებად გასაღება იმისა, რაც ან მისთვის სურვილია ან უბრალოდ ბოლია, ხტუნვა დაუწერელ „მორალსა“ და კანონებს შორის, უცებ აზრების შეცვლა (მაგალითად – „ჰო, ერთი თქვას (ალასანიამ), რა იყო ამ საფრანგეთში ასეთი მნიშვნელოვანი (ირონიულად)…არა, არა, კი არ უარვყოფ (შეფრთხა), რომ იყო, უბრალოდ არ ვიცი“ – და გადადის სხვა თემაზე). ამ სტილის უკან კი იკვეთება შემდეგი:

ა) „არაა წინააღმდეგი“ რომ პარლამენტში უმრავლესობა 20 წელი ქონდეს (თუმცა იმით დაიწყო, ღმერთმა დაგვიფაროს 20 წელი ხელისუფლებაშ ყოფნაო);

ბ) „სამოქალაქო საზოგადოებაზე“ იზრუნებს თავისი ტელესაშუალებებით და „ანალიტიკოსებით“;

გ) ძალიან ტექნიკურად (ნუ, ტვინგამორეცხილებისათვის) ალასანიას მთელი საქმე ნაციონალებს შეუბრუნა – თითქოს ნაციონალთა ფირმები წამლავენ ჯარისკაცებს და ისევ ნაციონალები ატყუებენ მსოფლიოს;

დ) პროკურატურით დაემუქრა ყველა დღევანდელ და პოტენციურ მეტოქეს; ე) პასუხისმგებლობის უცებ არიდება იმისაგან, რაც არ აწყობს (მაგ. ალასანიას მოხსნა),

p.s. ნუ, კიდევ ერთხელ მიჩექმა პრეზიდენტი და აითვისა სიტყვა „დევალვირება!“

 

გივი თარგამაძე – „მუმლი მუხასაო, ჰაააააკიმ!“