„თავისუფალი დემოკრატები“ ივანიშვილზე – „კარგ ჩაანალიზებას ითხოვს!“

frr

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ შემქმნელის ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლას ეხმიანება და სოციალურ ქსელში საჯარო განცხადებას აკეთებს:

 

„ – როდესაც პრემიერ-მინისტრ ირაკლის, მამაშვილურად, უკაცრავად და ტუქსავ, „თავისუფალ დემოკრატ“ ირაკლის კი, საბრალდებო დასკვნას უკითხავ, რბილად რომ ვთქვათ, არ ჩანს ტელევიზორიდან ლამაზად; როდესაც პარტიის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს ბრალს უყენებ, მის თანაგუნდელებს კი აქებ, თქვენ კარგები ხართ, ლიდერთან კი კითხვები მაქვსო, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ გზავნილს ნიშნავს, ეს გზავნილი კი „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ დამცირებას ნიშნავს! სადღაც, რომელიღაც რაიონულ ფრაქცია/ებში, სუს-ის „ხელშეწყობით“ შეიძლება კიდეც იმუშაოს მაგ გზავნილმა, მარა საბოლოო ჯამში „თავისუფალ დემოკრატებს“ კიდევ უფრო შეკრავს! მიშას სასტიკმა მანქანამ ვერ დააზიანა ჩვენი ერთობა! ისიც უნდა ვთქვა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ გაძლიერებას ყველაზე მეტად, თავად ბიძინა ივანიშვილმა შეუწყო ხელი! ახლაც ასეა რომ იცოდეთ! ნებსით გამოდის თუ უნებლიედ, ჯერ ამოუცნობია, კარგ ჩაანალიზებას ითხოვს!

მოკლედ! რაც მოხდა, მოხდა! მგონია, რომ ყველაფერი უკეთესობისთვის! ამიტომ ნუ შეუშლით ხელს „თავისუფალ დემოკრატებს“ დიდ ავიაციაში დამოუკიდებლად დამკვიდრებას, პილოტიც კარგი გვყავს, საგულდაგულოდ შერჩეული, შტურმანიც და მთელი crew-ც! გვაცალეთ ბატონო, გვაცალეეთ!“