კადიროვის „ხალხი“ „ისლამისტური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაციას შეეცადა

21

გავრცელებული ინფორმაციით ერაყში ტერორისტული ორგანიზაციის ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მძიმედ დაჭრეს. ინფორმაციას ერაყული სააგენტო  ,,AIN“-ი  ავრცელებს. როგორც ინტერნეტ გვერდი იუწყება, ალ -ბაღდადი ამერიკელი სამხედროების მიერ საჰაერო დაბობმვის შედეგად დაიჭრა. ამერიკული დაზვერვა ჯერჯერობით არ ადასტურებს ხალიფატის ლიდერის შესაძლო ლიკვიდაციას ან მძიმედ დაჭრას, თუმცა როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის მცდელობა  შესაძლოა  რამზან კადიროვის მუქარასთან იყოს კავშირში.