„გამარჯობა, მეგობარო! რა კურსის ხარ, ჩემი ძმა?!“

21

ექსპერტი დემურ გიორხელიძე ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას, განსაკუთრებით კი, ქართული სახელმწიფოს ევროპული არჩევანის ყბადაღებულ თემას ეხმიანება და საკმაოდ ორიგინალურად გამოხატავს თავის პოზიციას. „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ ბატონი დემურ გიორხელიძის მიერ საჯაროდ გავრცელებულ შეფასებას:

„გამარჯობა, მეგობარო, –
რა კურსის ხარ, ჩემი ძმა,
რა კურსით მოძრაობ?!
ჩრდილო-დასავლურ-ატლანტიკური,
თუ ევროა-ატლანტიკური?!
მიმიხვდი, ალბათ მუღამს, ხომ?!
დაგენაცვლე,
რა სხარტი აზროვნება გაქვს!
ხვდები, არა, რა ხდება ამ კურთხეულ ქვეყანაში, –
საქარველოში?!
ა ქ:
კურსი – ყველაფერია!
კურსი – თანამდებობაა!
კურსი – კეთილდღეობაა!
კურსი – შინ და გარეთ ფულის კეთებაა!
კურსი – კორუფციას რომ პოლიტიკურ “დევნად” გიქცევენ (გაქცევინებენ!) ისაა!
კურსი – ეს თვით “ორიენტაციაა” (!).
კურსი – ვალუტის თავისუფალი კურსი არ გეგონოთ!
კურსი – და “ორიენტაცია” იგივურად ტოლია!.
კურსი – ტესტია მარიონეტობის ხარისხზე!
კურსი – უმაგრესია!
კურსი – თითქმის… პულსია!
კურსი – უმაქნისი რომ გადადგები და გეტყვიან – კურსი არ შეცლილაო და…
მოკლედ,
კურსი – კურსია!
კურსი – ყველაფერია!“