გეგი ნიჟარაძე-დავით მედულაშვილი – ახალი ფარული ჩანაწერი!

ra4

მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე „ქრონიკა+-მა არაერთი მასალა გამოაქვეყნა. მათ შორის ფარულად ჩაწერილი საუბრებიც. ამჯერადაც, გთავაზობთ ახალ აუდიოჩანაწერს, რომლის ერთ-ერთ მონაწილეს მხოლოდ იმიტომ არ გავუკეთებთ აფიშირებას, რომ ჯერ ისევ მუშაობს თბილისის მერიაში და ნამდვილად არ სურს „ქრონიკა+“-ს, მის ფურცლებზე გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი ამ ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. ტრადიციულად, ჩანაწერის „გმირები“ არიან თბილისის მერიის მაღალჩინოსნები გეგი ნიჟარაძე და დავით მედულაშვილი:

 

გეგი ნიჟარაძე: დაჯექი… რა გეგმები გაქვს შენ მომავალში?

(ტელეფონი რეკავს. დავით მედულაშვილი ესაუბრება უცნობ პირს, _ ბატონო! ეხლა მუშაობენ? ანი, ანი, შემოგევლე, ერთხელ არ იყო, ერთხელ რომ იყო, არ იმუშავებდნენ მაქ, ყურებს ავუწევ ხვალიდან. დაისვენეთ ამაღამ, დამშვიდდით, რაა, დღეს აღარავინ არ იმუშავებს, რაა, ხო დაინახეთ, ის ტრაქტორიც გამოვაგდეთ და შევაკრევინეთ ისა, ხვალე თუ იქნება მაგის მცდელობა, დამირეკე და იმ ოთარ კიკალიშვილს მე თვითონ ავუწევ ყურებს, მაგის პირობას გაძლევ, რაა).

გეგი ნიჟარაძე: არ გინდა ჩხუბი, წყევლა, თქვენ არ გაიხარეთ, დამინგრიეთ ყველაფერი და…

მერიის თანამშრომელი: არავინ არ გწყევლით, ბატონო…

გეგი ნიჟარაძე: ესე იგი, არ გინდა, ხო, უკეთესი სამსახურის პოვნა?

მერიის თანამშრომელი: უკეთესი სამსახური ისე რომ არ არის…

გეგი ნიჟარაძე: რომ მოძებნო, კარგად რომ მოძებნო?

მერიის თანამშრომელი: რომ მოვძებნო…

დავით მედულაშვილი: რომელ განყოფილებაში ხარ?

მერიის თანამშრომელი: გლდანში!

გეგი ნიჟარაძე: ახლა დრო გექნება და მოძებნე, რაა.

მერიის თანამშრომელი: ნახეთ თქვენ.

დავით მედულაშვილი: რა უნდა ვნახო? რა ხდებოდა 2012-ში?

მერიის თანამშრომელი: ვმუშაობდი…

გეგი ნიჟარაძე: არჩევნებზე რას აკეთებდი?

მერიის თანამშრომელი: პოლიციაში ვმუშაობდი…

გეგი ნიჟარაძე: მერე არაფერს არ აკეთებდი? ისე გაჩერებდნენ პოლიციაში?

მერიის თანამშრომელი: ეგ შიგა სამსახურის თემაა და აქ გასარკვევი არაა!

დავით მედულაშვილი: გასარკვევი არაა, მაგრამ იმ ქალაქში რომ მუშაობდი და ის რომ იყო ბოლოს…

მერიის თანამშრომელი: მე აქტივისტი კი არ ვიყავი….

გეგი ნიჟარაძე: წესრიგს იცავდი?

მერიის თანამშრომელი: სამსახური რა დავალებასაც მაძლევდა, ყველაფერს ვასრულებდი!

დავით მედულაშვილი: ვისი რეკომენდაციით იყავი?

მერიის თანამშრომელი: არ ვიცი!

დავით მედულაშვილი: აბა, ისე ვინ მიგიღებდა მერიაში პოლიციიდან, ჩემო კარგო?

მერიის თანამშრომელი: სამსახურში ისე მიღება არ ხდება?

დავით მედულაშვილი: როგორი განცხადება დაწერე, მიმიღეთო? 2012 წლიდან პირდაპირ პოლიციიდან აქ გიღებენ, ისე მოხდებოდა რამე?

მერიის თანამშრომელი: ისე როგორ?

დავით მედულაშვილი: მე რა ვიცი, რას „მეშპილკავები“? ვერ გავიგე, რაა?

მერიის თანამშრომელი: არ „გეშპილკავებით“. მეუბნებით, გპასუხობთ!

დავით მედულაშვილი: ვახ ჩემი, რააა!

მერიის თანამშრომელი: კითხვას მისვამთ, გპასუხობთ!

დავით მედულაშვილი: კაი, შემოგევლოს ჩემი თავი…

მერიის თანამშრომელი: ჩემი ნებით არ მინდა წასვლა, თუ გამიშვებთ, გამიშვით, მე არ მივდივარ! ჩემით განცხადებას არ დავწერ!

გეგი ნიჟარაძე: ესე იგი ბრძანება გინდა?

მერიის თანამშრომელი: განცხადებას არ დავწერ, თქვენ როგორც გინდათ, ისე მოიქეცით!

გეგი ნიჟარაძე: ჰოდა, ბრძანებით გაგიშვებ-თქო!

მერიის თანამშრომელი: გასაგებია, როგორც მეტყვით!

გეგი ნიჟარაძე: მაშინ მე დავწერ და 30 დღე გაქვს გასაჩივრებისთვის!

მერიის თანამშრომელი: ვიცი!

გეგი ნიჟარაძე: თბილისის ადვოკატია თქვენი და შეიძლება ისიც დაიხმარო, უფასოდ მოგემსახურება!

მერიის თანამშრომელი: არ არის პრობლემა!

დავით მედულაშვილი: თქვენი ხალხი მოვიდნენ აქ, ცრემლები ჩამოუშვეს და შენ პოლიციაში ნამუშევარი ხარ და კაცურად მოდი.

მერიის თანამშრომელი: არა, 23 წლის ვარ და…

დავით მედულაშვილი: რამდენის ხარ?

მერიის თანამშრომელი: 23 წლის!

დავით მედულაშვილი: შე კაი კაცო, შენი ასაკი მქონდეს, მაგის დედა ვატირე… ჰოდა, 23 წლის ხარ და ისპობ მთელს კარიერას და…

მერიის თანამშრომელი: თუ თქვენ მასე ფიქრობთ, იყოს, მე არ ვფიქრობ მასე!

დავით მედულაშვილი: არავინ არ ფიქრობს, პრინციპში, შენ სამსახურს იშოვი, რაა, 23 წლის ხარ… კაცისთვის დღეს პრობლემა უნდა იყოს სამსახურის შოვნა?

მერიის თანამშრომელი: არ ვიცი!

დავით მედულაშვილი: ამხელა ამაგი გაქვს ქვეყნისთვის.

დავით მედულაშვილი: ერთი, ყორშიას ნომერი გექნება და დაურეკე, რაა!

მერიის თანამშრომელი: რატო?

დავით მედულაშვილი: უნდა მოვიდეს აქ!

მერიის თანამშრომელი: თავისუფალი ვარ?

გეგი ნიჟარაძე: წადი!

მერიის თანამშრომელი: და რა მიზეზით მიშვებთ, ამას როდის ვნახავ?

გეგი ნიჟარაძე: ნახავ, რა, ხვალ-ზეგ!