სკანდალი მერიაში – მაღალჩინოსნების ახალი ფარული აუდიოჩანაწერის სრული ვერსია!

ch1

ფარული აუდიოჩანაწერების პირველი სერიის გამოქვეყნებამ თავისი მისია ნაწილობრივ მაინც შეასრულა. „საოცნებო ხელისუფლებას“ ჩანაფიქრზე ხელი არ აუღია. არც ნამუსს შეუწუხებია ახალი მთავრობა, სამართლიანობის აღდგენა რომ „ძველების“ შეცდომების განმეორების უფლებას არ ნიშნავს. სამაგიეროდ ცოტა კი დააფრთხო მარგიშვილის ე. წ. ხელისბიჭები, „პარტიული ნიშნით“ რომ გამოეხშირათ თანამშრომლები. ალბათ ამიტომაც იყო, რომ პირწმინდად „ჩისტკის“ ჩატარება დროებით შეაჩერეს და ბევრმა ათვალწუნებულმა მერიის მოხელემ, მინიმუმ, ორი თვით მაინც გაიხანგრძლივა ამა თუ იმ სამსახურში მუშაობა და, შესაბამისად, ხელფასის აღებაც. სხვა თემაა, თუ როგორ აანონსებს ახალი მთავრობა, განსაკუთრებით კი მარგიშვილის ე. წ. ხელისბიჭები, თუ როგორ ვერ გადაურჩებიან საატესტაციო კომისიის რისხვას „აქტივისტთა თანამშრომლები“ და მოუწევთ თბილისის მერიის მიღმა აღმოჩენა. თუმცა ფაქტია, რომ „ოცნება“ აშკარად ფრთხილობს.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით რადიკალურ ბრძოლაზე გადადიან „ნაცმოძრაობის“ პერიოდში დასაქმებული თუ დღეს სააკაშვილის გუნდად მონათლული საჯარო მოხელეები და ჩანაწერს ჩანაწერზე უქვეყნებენ „მეოცნებეებს“. ორი ასეთი ჩანაწერი, რომელიც, ჯერჯერობით, არსად გამოქვეყნებულა, „ქრონიკა+“-ს გადასცა აწ უკვე საჯარო სამსახურიდან განთავისუფლებულმა ირაკლი კვარაცხელიამ, რომელსაც ბრძანებაში ალექსანდრე მარგიშვილისადმი დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერება დაუფიქსირეს, რამაც ნარმანიას სამწყსოს იმიჯი და რეპუტაცია შეულახა, თურმე.

„ქრონიკა+“-ს ამჯერად ესაუბრება მერიის ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი კვარაცხელია:

_ მე არაფერი ჩამიდენია ისეთი, სამართლებრივად რომ მომედაონ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ადამიანს შეატანინეს ჩემ წინააღმდეგ საჩივარი, მაინც ვერ მოახერხეს უარყოფითი დასკვნის დადება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტებს თბილისის მერიაში ხელმძღვანელობს ალექსანდრე მარგიშვილი. ამის დამადასტურებელია ის, რომ ჩემს თანამშრომელს პირდაპირ უთხრეს, _ განთავისუფლების შესახებ განცხადება მარგიშვილთან აიტანეო. როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად ზღუდავს ეს ადამიანი მერს გარკვეულ მიმართულებაში. ალექსანდრე მარგიშვილი რომ მართავს სიტუაციას, ადვილი დასადასტურებელია! სასაცილოა ისიც, რომ კონკრეტული ადამიანები არიან, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი და იმავე მარგიშვილმა საატესტაციო კომისიის წევრებად ჩასვა, მაშინ როცა ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას უთხრა უარი დამკვირვებლობაზე. ამ კონკრეტულ ადამიანებსა და მათ მიერ ჩადენილ უკანონობაზე პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს, ხოლო თავად მარგიშვილი არის კომისიის თავმჯდომარე და არ არის გასაკვირი, რომ სიტუაციასაც ის მართავს და აკონტროლებს. როცა მე ეს ყველაფერი ხმამაღლა ვთქვი მედიის წინაშე, ჩემი განთავისუფლების მიზეზიც ეგ გახდა. მერიის საიტზე დევს ინფორმაცია, სადაც მითითებულია: 22 ოქტომბრის თარიღით, განთავისუფლდა სამსახურიდან ირკალი კვარაცხელია, იმიტომ რომ მან დაუსაბუთებლად ცილი დასწამა ვიცე-მერს და ამ ქმედებით შეულახა რეპუტაცია მერიას. კომიკური სიტუაციაა და ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანები ხელისუფლებაში მოდიან დევიზით, რომ ყველა გადაცდომას გამოასწორებენ, არადა პირიქით, უარესი ფორმებით აგრძელებენ იგივე გზას.

_ დავით ნარმანიასთან არ გიცდიათ შეხვედრა და მსგავს თემებზე საუბარი? თუ მარგიშვილი რაღაც საკითხებში ზღუდავს თბილისის მერს, ხომ ადვილი შესაძლებელია, მან არაფერი იცოდეს?

_ ნარმანიას შევხვდი, მაგრამ მაშინ მარგიშვილის თემა ჯერ არ ფიგურირებდა. ვუთხარი, რომ მიდის თანამშრომლებზე ზეწოლა, კარგი იქნება, თუ ატესტაციამდე არავინ მოსთხოვს მათ სამსახურიდან წასვლას-მეთქი. ძალიან ტრაფარეტული პასუხი გამცა, _ მისთვის ძვირფასია ყველა პროფესიონალი და არ დაუშვებს მსგავსი ნიშნით ადამიანების განთავისუფლებას. თუმცა ფაქტები სხვას მეტყველებს, მაგალითად: მე პირადად სამსახურის უფროსი მადლობას მიხდის ჩემი პროფესიონალიზმისთვის, თუმცა იქვე მიკონკრეტებს, რომ ჩემი ადგილი მათთან არ არის. ნარმანია დამპირდა, რომ მოიკითხავდა ამ საკითხს, მაგრამ საუბრიდან მეორე დღეს კვლავ ზეწოლის ფორმით, შანტაჟით დამელაპარაკნენ და სწორედ მეორე დღეს ახსენეს ჩემს თანამშრომელთან, რომ მარგიშვილს უნდა აუტანოს სამსახურიდან განთავისულფების შესახებ განცხადება. აქედან დასკვნის გაკეთება ადვილია: როგორც ჩანს, დავით ნარმანია სიტუაციას ვერ ფლობს და ვერ აკონტროლებს!“

„ქრონიკა+“ ასაჯაროვებს ახალ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც ფიგურირებენ თბილისის მერიის ჩინოსნები გეგი ნიჟარაძე და დავით მედულაშვილი:

ჩანაწერი #1

დავით მედულაშვილი: ირაკლი, ეს როგორც დამიწერე, გასაგებია, მაგრამ მე მაინტერესებს, პირველში და ორში თათბირი რომელიც დათომ ჩაატარა, აი, ის შენი არგუმენტი, რატომ არ ესწრებოდი იმ თათბირს, 6 საათზე უნდა ჩატარებულიყო, აი, ეგ მაინტერესებს და ეს არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს დამიწერო ეგ, რატომ არ ეთანხმებოდი, ეს მაინტერესებს. რომ არ ეთანხმებოდი შენ, „კაროჩე“ 6 საათზე ჩატარდეს თათბირი და არ დაესწარი, გუშინ მჭირდებოდა მე შენი აქ ყოფნა, მოქალაქეები იყვნენ მოსული, რომელთანაც რაღაცა ის იყო ღონისძიება და მითხრა ამ კაცმა, რომ საქმეზეა წასულიო. რა საქმეზეა წასული, გასაგებია ეგ. აი, ეს მაიანტერესებს, რაა, ის გუშინდელი თემა ბაზარი არაა, ადგილზე არ იყავი, კაი, არ იყავი, რო არ ეთანხმები იმ ამბავს, რომ თათბირზე 6 საათზე და 7 საათზე არ უნდა შეხვიდე, აი, ეს ამბავი მაინტერესებს, რააა, არაფერ კავშირშია იმასთან, რაა!

ირაკლი კვარაცხელია: არა, ეგ იმიტომ დავწერე, რომ პირდაპირ კავშირშია.

დავით მედულაშვილი: კი ბატონო, მაშინ ეს ბოლოს დაურთე, მე რაც მაინტერესებს, რაც მოთხოვნა მაქვს, აი, იმაზე გამეცი პასუხი, რაა.

ირაკლი კვარაცხელია: აი, ეგ არი, ყველაფერი წერია, რაც მიზეზი არის, მეტი სხვა მიზეზი არ ყოფილა.

დავით მედულაშვილი: ეს არის მიზეზი?

ირაკლი კვარაცხელია: მეტი სხვა მიზეზი არ არსებობს!

დავით მედულაშვილი: მიზეზი რა შუაშია? მე სხვა რამეს გეუბნები, იმ ორ გაცდენილ თათბირზე რატო არ იყავი შენ, აი, ამაზე დამიწერე.

ირაკლი კვარაცხელია: ის ორი მიზეზიც წერია მაქ.

დავით მედულაშვილი: აი, ეგ დამიწერე, რაა! მიზეზი იყო ეს, შენ შენიშვნა მომეცი და ამიტომ არ მოვედი იმ თათბირზე, რაა.

ირაკლი კვარაცხელია: შენიშვნაზე არ იყო ლაპარაკი, სხვა რაღაცაზე იყო.

დავით მედულაშვილი: თუნდაც შენიშვნაზე და თუნდაც სხვა რაღაცაზე…

ირაკლი კვარაცხელია: სხვას მე არაფერს არ დავწერ!

დავით მედულაშვილი: რას ნიშნავს, არ დაწერ?

ირაკლი კვარაცხელია: სხვას მე არაფერს არ დავწერ, ეს არის ჩემი მოხსენებითი ბარათი, მორჩა!

დავით მედულაშვილი: მომისმინე, ახლა რასაც გეუბნები, რაა! შენ თუ არ დაწერ, მაშინ მე უნდა მოვთხოვო ამ კაცს პასუხი, მაშინ ამან უნდა დამიწეროს მოხსენებითი ბარათი, რო, აი, იმ ორ თათბირზე რატომ არ ესწრებოდი, რაა! რა პასუხი უნდა გამცეს ამ კაცმა?

ირაკლი კვარაცხელია: ეს კაცი წარმოგიდგენთ ჩემს მოხსენებით ბარათს, რატომაც არ ვესწრებოდი.

დავით მედულაშვილი: აქ სად ჩანს ეგ, რომ თათბირები გამიცდინე?

ირაკლი კვარაცხელია: ჩანს! ძალიან მარტივად ჩანს!

დავით მედულაშვილი: ტყუილები რომ დამიწერე წინა მოხსენებით ბარათში, რომ კვრას არ მოვდიოდი თათბირზე, თურმე, კვირას ვინ მოგთხოვა თათბირზე მოსვლა?

ირაკლი კვარაცხელია: კვირას არავის არ მოუთხოვია მუშაობა? შაბათს არავის მოუთხოვია მუშაობა?

დავით მედულაშვილი: მე არ ვიცი, მე არ მომითხოვია, შენ შემოგევლოს ჩემი თავი.

ირაკლი კვარაცხელია: თქვენ ისიც არ მოგითხოვიათ გუშინ, რომ მოვსულიყავი.

დავით მედულაშვილი: კაცო, მე ვიცი, ხო, ეს კაცი რომ ამოდის, კრება იყო თუ თათბირი იყო, ესწრებოდა ყველა განყოფილების უფროსი, არ ესწრებოდა ბატონი კვრაცხელია, რატო არ ესწრებოდა? ვეკითხები, იმიტომ არ ესწრებოდა, რომ არ ეთანხმება `ვაბშე~ ამ განრიგს და იმიტომ არ ესწრებოდაო, აი, ასე ამიხსნა ამ ადამიანმა!

ირაკლი კვარაცხელია: ბატონო დავით… ბატონო დავით და მომისმინეთ…

დავით მედულაშვილი: დამამთავრებინე და მერე მოგისმენ! და იმას, რომ არ ეთანხმები შენ, დამიწერე, რა, რომ არ ეთანხმები!

ირაკლი კვარაცხელია: ბატონო დავით, მოგახსენებთ, მოხსენებით ბარათშიც ნათლად აღვწერე, რატომ, როგორ და რანაირად. მას შემდეგ რაც თქვენ მითხარით, რომ არ გაინტერესებთ ის, მე როგორ ვმუშაობდი, რამდენს ვმუშაობდი და რატომ ვმუშაობდი, მიუხედავად ყველაფრისა…

დავით მედულაშვილი: რა, არ გეკუთვნის?

ირაკლი კვარაცხელია: არა, დამასრულებინეთ, რაა! მიუხედავად ყველაფრისა, უნდა დავწერო განცხადება და წავიდე სამსახურიდან, ამიტომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ჩემი ინიციატივით დავჯდე ღამის 12 საათამდე და ღამის 2 საათამდე და ვაკეთო საქმეები!

დავით მედულაშვილი: რატომ გგონიათ, რომ თქვენი ინიციატივითაა ეს, რაა? თქვენი ინიციატივით დავჯდე 12 საათმდე, ეს არაა, რაა, თქვენი ინიციატივა იყო ადრე, ყოველ საღამოს…

ირაკლი კვარაცხელია: არ დამისრულებია, არ დამისრულებია, დამასრულებინეთ და უკეთესად გაიგებთ, რას ვამბობ და კარგად შეგეძლებათ, მერე პასუხი გამცეთ! გამოკრულია ლიფტთან მერიის ადმინისტრაციის მიერ…

დავით მედულაშვილი: აი, ეგ დამიწერე, შე კაი დედმამიშვილო, მეტი კი არაფერი მინდა? არ მინდა ის, მე რომ შენ გითხარი სამსახურიდან წადი. სამსახურიდან წასული ხარ შენ, ფაქტიურად, რაა.

ირაკლი კვარაცხელია: კი ბატონო, წასული ვარ და იმას ველოდები… მომეცით ბრძანება ჩემი განთავისუფლების შესახებ. მე ამის მეტს არ ვითხოვ არაფერს.

დავით მედულაშვილი: დამიწერ მოხსენებით ბარათს, რატომ არ იყავი იმ ორ თათბირზე.

ირაკლი კვარაცხელია: აგერ არის დაწერილი ყველაფერი!

დავით მედულაშვილი: ეს არ არის ის, რასაც მე გეუბნები.

ირაკლი კვარაცხელია: მეტს სხვას არაფერს არ დავწერ!

დავით მედულაშვილი: არ დაწერ, ხომ?

ირაკლი კვარაცხელია: არა!

დავით მედულაშვილი: არ დაწერ და მაშინ დაწერს შენი უფროსი, თუ არ დაწერს და მაშინ ეს კაცი წავა სამსახურიდან.

ირაკლი კვარაცხელია: ახლა თქვენ მე ნუ მაშანტაჟებთ.

დავით მედულაშვილი: მე არაფერს არ გაშანტაჟებთ!

ირაკლი კვარაცხელია: აბა, რას ნიშნავს ეგ? ბატონი დავითი წარმოგიდგენთ თავის მოხსენებით ბარათს ჩემს მოხსენებით ბარათთან ერთად.

დავით მედულაშვილი: ეს მოხსენებითი ბარათი ჩემს მოთხოვნას, რომელიც ორ გაცდენილ თათბირს… დღევანდელს არ გეუბნები, არ… არ… არ ეხმოვანება, რაა! აქ არ წერია ისა, რომ მოგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც დღეს… სად არის აქ ის ორი დღე? დაწერე მაშინ ის ორი დღე იმიტომ გავაცდინე, რომ… სიტყვიერად რასაც მეუბნები, დამიწერე, რა, ისა, იმიტომ გავაცდინე ის ორი თათბირი, რომ შენ მე მითხარი, რომ `კაროჩე~, სამსახურიდან წასული ხარ!

ირაკლი კვარაცხელია: არის მითითებული კონკრეტული გუშინდელი დღე!

დავით მედულაშვილი: რომელი?

ირაკლი კვარაცხელია: გუშინდელი დღე! მითითებულია.

დავით მედულაშვილი: აქ რა გიწერია, ამავე წლის… ვატარებ სამსახურში, არ მოვდივარ თბილისის მერიაშიო. რატომ არ მოდიხარ?

ირაკლი კვარაცხელია: წერია მიზეზი მანდ! ქართულად ძალიან გარკვევით!

დავით მედულაშვილი: პირველი? პირველში სად იყავი?

ირაკლი კვარაცხელია: პირველში ჩემთვის არავის დაურეკია მოდიო, შესაბამისად, გუშინდელ დღეზე იყო ლაპარაკი და ჰოდა, დავწერე გუშინდელ დღეზე!

დავით მედულაშვილი: პირველში ჩატარდა თათბირი განყოფილების უფროსის გარეშე? 6 განყოფილების უფროსი ესწრებოდა, ჩატარდა?

ირაკლი კვარაცხელია: 6 საათამდე არაფერი ჩატარებულა!

დავით მედულაშვილი: დამიწერე, შე კაი დედმამიშვილო, მაგას გთხოვ, რაა! ყველაფერი ამისახე შიგნით, აი, ასე მშრალი ის არ მჭირდება, რაა, დამიწერე ის, რომ 6 საათის მერე მე არ მოვდივარ სამსახურში! დამიწერე ის, რომ აგერ იმ პირველში და იმ ორში არ იყავი. კიდევ გიმეორებ, არ ვიყავი იმიტომ, რომ არ ვეთანხმები თქვენს…

ირაკლი კვარაცხელია: არა, არა, როგორ გეკადრებათ! თქვენ თუ მეტყვით წინასწარ, რომ ამ საღამოს, დავუშვათ, ღამის სამ საათზე, მისასვლელია ობიექტზე, ჩასატარებელია შესაბამისი ღონისძიება, მე, რა თქმა უნდა, სამ საათზე ვიქნები აქ და შევასრულებ იმას, რაც მევალება.

დავით მედულაშვილი: თუ ერთი კვრიის წინ იცოდი, ყოველ საღამოს თუ არ გადიოდი, მაშინ მითხარი, რაა?! მაშინ მითხარი, თუ ამ ერთი კვირის განმავლოვაში შენ დადიოდი ყოველდღე თათბირზე და განხილვას აკეთებდი, მაშინ რა გამოდის? არაფერი გაუკეთებია შენს გუნდს? აბა, რა გავიგო, ვის მოვკითხო?

ირაკლი კვარაცხელია: ჩემი განყოფილების წარმომადგენელი ყოველთვის ესწრება თათბირს და ყველა საქმე…

დავით მედულაშვილი: შენ თუ არ ესწრები, ბატონო ირაკლი იმ თათბირს, მაშინ უნდა იცოდეს ან ბატონმა დავითმა, ან ხო არის მიზეზები, რის გამოც შეიძლება ვერ ესწრებოდე, ხო? ადამიანები ვართ სუყველა და შეიძლება რაღაც მოხდეს, მაგრამ ადამიანმა არ იცოდა, გუშინ რატომ არ იყავი! მან იცოდა სხვა მიზეზი, `კაროჩე~, შენ არ ეთანხმები, იმას, რა ქვია, 6 საათამდე…

ირაკლი კვარაცხელია: 6 საათამდე, არ ვეთანხმები, რას ნიშნავს? გეუბნებით კიდევ ერთხელ…

დავით მედულაშვილი: ჰოო…

ირაკლი კვარაცხელია: სამუშაოს თუ ჭირდება, ან სამსახურს, კონკრეტულად უნდა ვიცოდე და მაშინ გავჩერდები ნებისმიერ დრომდე და დროით! 24 საათის განმავლობაში გავჩერდები, მაგრამ ის, რომ ყოველღიურად რაღაც საათამდე და განუსაზღვრელ დრომდე, გამოვიდეს ინფორმაცია, რომ დღეს ხარ 9 საათამდე და ხვალ ხარ 11-მდე… არ გამოვა ეგრე.

დავით მედულაშვილი: მე კიდე გეუბნები, ეს მოხსენებითი ბარათი არ ეპასუხება, პასუხობს იმას, რასაც მე ვთხოულობ! რა არის აქ გაუგებარი, ააა? რა არი აქ გაუგებარი, მითხარი, ახლა, კაცი დაბერდი ამ საჯარო სამსახურში.

ირაკლი კვარაცხელია: ჰოდა, არასამუშაო საათებში სამსახურში არყოფნაზე მაწერინებთ მოხსენებით ბარათს?

დავით მედულაშვილი: დამიწერე, ადამიანო, ყოველდღე თუ ესწრებოდი ამ განხილვას და რატო არ იყავი აქა და ვიცი, რატომაც არ იყავი, იმიტომ, რომ რახან მე გითხარი, რომ სამსახურიდან წასული ხარ…

ირაკლი კვარაცხელია: დიახ, დიახ…

დავით მედულაშვილი: ჰოდა, აი, ეგ დამიწერე, რააა.

ირაკლი კვარაცხელია: ეგ წერია ზუსტად!

დავით მედულაშვილი: არ წერია, რაა! აქ წერია, `კაროჩე~, რაა, აი, ესა და ისა! აი, გეტყვი, რა, რა ტექსტითაც უნდა დამიწერო: რომ ამა და ამ რიცხვში, ამა და ამ რიცხვში, არ ვიყავი, რა ქვია, თათბირზე არ ვესწრებოდი იმიტომ, რომ დათო მედულაშვილმა და გეგი ნიჟარაძემ მითხრეს, სამსახურიდან წასული ხარო. მოკლედ, და კონკრეტულად, დაწერე, რა, ესე, რაა!

ირაკლი კვარაცხელია: ეს წერია, სხვა რა წერია?!

დავით მედულაშვილი: არ წერია, რაა, უკნიდან გაქვს ეს დაწყებული, რააა, ჯერ თავში მეუბნები იმას, რომ სამსახურიდან რომ გამიშვი, მაგის მერე დავიკიდე ყველაფერი ფეხზე და…

ირაკლი კვარაცხელია: არაფერი დამიკიდებია.

დავით მედულაშვილი: აქ გიწერია, არასამუშაო საათებში შედარებით ნაკლებად ვატარებ სამუშაო საათებს.

ირაკლი კვარაცხელია: დიახ, არასამუშაო საათებს შედარებით ნაკლებად ვატარებ სამსახურში.

დავით მედულაშვილი: ჯერ რაც მიმაჩნია საჭიროდ, იმაზე დამიწერე პასუხი და მერე დამიწერე მიზეზი, რაა! წერ მიზეზს ასე და ისე იმიტომ არ ვიყავი, რომ შენ რახან მომეცი შენიშვა, მე არ დავდიოდი სამსახურში, გადაცილებას გთხოვ, რაა, შენ არ გაგიჭირდება წერა-კითხვა, მაგრად იცი! აკრება არ გაგიჭირდება, გამოცვალე, აზრი ხომ არ იცვლება?

ირაკლი კვარაცხელია: ბატონო დავით, არაფრის დაწერას არ ვაპირებ!

დავით მედულაშვილი: მე არ გავურბივარ ჩემს პასუხისმგებლობას, რომ მე შენ გითხარი, სამსახურიდან წადი, რომ გაგიმეორო! ისე, რომ ნერვიც არ ამიტოკდება.

ირაკლი კვარაცხელია: ეჭვიც არ მეპარება იმაშიც, რომ რაღაც ვაჟკაცობაზე და მეგობრობაზე რომ მელაპარაკეთ, ეგეც არ იყო რეალური!

დავით მედულაშვილი: რატომ არ იყო რეალური, შენ შემოგევლე, რაა?

ირაკლი კვარაცხელია: ჰო აი, თქვენ რასაც ამბობთ, იმას ეწინააღმდგებით თქვენ თვითონ!

დავით მედულაშვილი: მე არაფერს არ ვეწინააღმდეგები!

ირაკლი კვარაცხელია: „ნერვი არ ამიტოკდა“ ამას ნიშნავს!

დავით მედულაშვილი: ნერვი არ ამიტოკდა შენს გაცხადებაზე, რახან მედულაშვილი და ნიჟარაძე მოიხსენიე, რაა! ვერ მიხვდი, მე შენ რასაც გეუბნები! აი, რახან ეს დაწერე, რომ სამსახურიდან წასვლა მოგთხოვე, ამიტომ მე გული გამისკდა და რამე…

ირაკლი კვარაცხელია: ბატონო დავით, მეტი სხვა არაფრის დაწერას არ ვაპირებ!

დავით მედულაშვილი: შენ თუ გინდა, დათო მედულაშვილი მართალი კაცი რომ ვარ, ზუგდიდში მოიკითხე, ძმაო! გეტყვიან, ვინა ვარ და რა ვარ! გინდა წალენჯიხაში მოიკითხე, გინდა ობუჯში მოიკითხე, სადაც გინდა, ნებისმიერ სოფელში და რაიონში მოიკითხე, ხო ხარ იქაური, არა?

ირაკლი კვარაცხელია: არაფერს მოვიკითხავ, ყველაფერს ვხედავ საკმარისად, ბატონო დავით!

დავით მედულაშვილი: არ ხედავ, რაც არ გინდა! მე რასაც გეუბნები, ის გააკეთე. ხო არ ვტყუი ისეთ რაღაცას, რაც არარეალურია, არა? არაფერი შანტაჟი არაა, რაა! უნდა გავუშვა ეს კაცი, რაა, ვუთხარი, დააწერინე მოხსნებითი ბარათი და შემოაქვს რაღაც სისულელე, რაა! მე ვუთხარი, ეს რა არის, შენ წაიკითხე-თქო? არაო, მე არ წამიკითხავსო, აქ შენ მე მდებ ბრალს, ასე გამოდის! დაწერე, რომ 6 საათის მერე მე არ ვაპირებ მუშაობას, ხომ არ აპირებ?

ირაკლი კვარაცხელია: როგორ გეკადრებათ, გითხარით, გიმეორებთ კიდევ, როცა იქნება სამსახურეობრივი საჭიროება, თან მეცოდინება წინასწარ, ვიქნები იმ დრომდე!

დავით მედულაშვილი: ეს მე მჭირდება სამსახურისთვის, ჯიბეში კი არ მიმაქვს, შენი ჭირიმე, წავა ეს იურიდიულ სამსახურში და გადახედავენ.

ირაკლი კვარაცხელია: კი ბატონო, წავიდეს!

დავით მედულაშვილი: გაარკვევენ, შენ ხარ მტყუანი, ვინ არის მტყუანი, საყვედურს გეტყვის, შენ დაგიბარებს და გეტყვის, მე ფაქტს ვაღიარებ იმას, რომ შენ თათბირს არ ესწრებოდი პირველში და ამის მიზეზი მაინტერესებს.

ირაკლი კვარაცხელია: ბატონო დავით, მაშინ აიტანეთ ეს და დამიწერონ საყვედური იმისთვის, რომ ვერ ვწერ მოხსენებით ბარათს!

დავით მედულაშვილი: რას მეუბნები ახლა შენ? რას მეუბნები? აი, ეს მოხსენებითი ბარათი ავუტანო და რა არის მითითებული, რაც შენ მითხარი, სამსახურიდან მიშვებ, მაგის მერე მე აღარ დავდივარ?

ირაკლი კვარაცხელია: ჰო, ჰო, ეგ არის სიმართლე! ეგ არის რეალობა, მორჩა!

დავით მედულაშვილი: ის სად არის, 6 საათის მერე რომ არ აპირებ მუშაობას?

ირაკლი კვარაცხელია: ჰოდა, მას შემდეგ, რაც თქვენ მითხარით, რომ ესე, მეც შესაბამისად არ ვაპირებ ზედმეტად სამსახურში დროის გატარებას!

დავით მედულაშვილი: ახლა, ბოლო-ბოლო, დავადებ ამას მე რეზოლუციას და შევუტან იმას!

ირაკლი კვარაცხელია: მეტი მე სხვა რამის დაწერას არ ვაპირებ.

დავით მედულაშვილი: მაშინ ეს კაცი დაწერს, რაა!

ირაკლი კვარაცხელია: კი ბატონო, დაწეროს!

დავით მედულაშვილი: აქ, მე ვატყობ, სერიოზულ საბოტაჟს აქვს ადგილი! მე შენ გეუბნები, შენი და კიდე არიან ორი-სამი კაცი, იგივე ხაბურძანია, რომელიც რაღაც კურსს ატარებთ, რაა, და ვერ მიიღებთ, ჩემი დედა ვატირე, რაა, რაც შენ გაქვს ჩაფიქრებული, ვერ მიიღებთ, რაა!

ირაკლი კვარაცხელია: რა კურსს ვატარებთ?

დავით მედულაშვილი: აი, იმ კურს ატარებთ, საქმე გინდათ ჩავარდეს ზედამხედველობის სამსახურში და გაიმართლოთ მერე თქვენ თავი.

ირაკლი კვარაცხელია: თქვენ რას მეუბნებით, ზედამხედველობაში მე მინდა საქმის ჩავარდნა?

დავით მედულაშვილი: აი, ამ წუტას გატყობ შენ, რაა, იმიტომ, რომ ჩვენ მოსული ვართ ხელისუფლებაში და იმიტომ გაწყობს! პირში გეუბნები, რომ გაწყობთ.

ირაკლი კვარაცხელია: მე კაცურად მოვედი და გითხარით, თქვენს გვერდში ვიქნები, თუ ვიმუშავებთ ერთად, თუ არ ვიმუშავებთ და თქვენ არ გინდათ ჩემთან ერთად მუშაობა, მაშინ თქვენ ხელებს მირტყამთ მაგიდაზე და მე ნუ მეუბნებით ხმის დაწევაზე, რაა.

დავით მედულაშვილი: ეხლა მომისმინე, რაა, ხმას ნუ უწევ!

ირაკლი კვარაცხელია: ჯერ თქვენი ხმა გააკონტროლეთ.

დავით მედულაშვილი: ხმას ნუ უწევ-მეთქი, გითხარი!

ირაკლი კვარაცხელია: თქვენი ხმა გააკონტროლეთ!

დავით მედულაშვილი: ხმას ნუ უწევ-მეთქი, ხმას ნუ უწევ!

ირაკლი კვარაცხელია: თქვენი ხმა გააკონტროლეთ და მე არ ვუწევ ხმას! და მერე მეუბნებით იმას, რომ განცხადებას დაწერს ეს და სახლში წავა, მაგითი მაშანტაჟებთ და მერე მეუბნებით, ჩემი კაცობის ამბავი ზუგდიდში იკითხეთო?

დავით მედულაშვილი: ერთი წუთით, ერთი წუთით…

ირაკლი კვარაცხელია: არა, სხვა რამეზე ვლაპარაკობთ და..

დავით მედულაშვილი: მომისმინე, ახლა, ყველა ის ხალხი… იგივე სიტუაციაა, 30-შია გაცემული ნებართვა, მთელი ტელევიზიებია და ერთი ამბავი ატეხილი, საბოტაჟია, მარა დედის ტყვნაა, რადგან უნდა ეს უსახური რარაცეები და დედა მოვტყან, რააა… მოკლედ, თავისუფალი ხარ, რაა! ყველა სამსახურის დედა მოვტყან, ესეთ სიტუაციაში რომ იმუშავებ, რაა!

ირაკლი კვარაცხელია: კი, ყველას რომ ეტყვი, ადექი, წადიო, ყველანაირი დამსახურების მიუხედავად, ბაზარი არაა, თქვენს სიტყვებზე.