უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

12

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, პარტიული პროტოკოლების შედეგები დაითვალა და როგორც გაირკვა, ქვეყნის პრემიერ მინისტრის არსენ იაცენიუკის პარტია ,,ეროვნული ფრონტი“ 26 ოქტომბრის არჩევნების გამარჯვებულად გამოცხადდა. საერთო ჯამში ქვეყნის პარლამენტში, ექვსი პოლიტიკური პარტია მოხვდა. პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა. ,,ეროვნული ფრონტი“ 22.14%, პრეზიდენტ  ,,პერტო პარაშენკოს ბლოკი“ 21.81%, ქალაქ ლვოვის მერის ანდრეი სადოვოგოს პარტია ,,სამოპომოში“ 10,97%, ,,ოპოზიციური ბლოკი“ (ყოფილი რეგიონალები) 9,43%, ოლეგ ლიაშკოს ,,რადიკალური პარტია“ 7,44%, იულია ტიმოშენკოს ,,ბატკივშინა“ 5,58%. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია, 26 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნების საბოლოო შედეგებს ოფიციალურად 10 ნოემბერს გამოაცხადებს. აღსაღნიშნავია, რომ 27 ოლქში, მათ შორის ყირიმში,ლუგანსკში და დონეცკში არჩევნები არ ჩატარებულა.