კონგრესმენები ნატოს საფრანგეთისგან ,,მისტრალების” გამოსყიდვას სთავაზობს

pic_f1ff8e5295d32c4210b9ed9461eac69f

ამერიკის კონგრესის რვა წევრმა, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანს, საფრანგეთისაგან რუსეთის ფედერაციისადმი გადასაცემი ვერტმფრენმზიდ «Мистраль»-ის გამოსყიდვის წინადადებით მიმართა. აღნიშნული ინიციატივა კონგრესმენებმა წერილობით დაადასტურეს და ალიანსის ახალი მეთაურის იენს სტოლტენბერგის მისამართით გააგზავნეს. ინფორმაციას ,,EUobserver“-ი ავრცელებს. წერილის ტექსტში ავტორები ალიანსის ახალ შეფს ,,მისტრალების“ გამოსყიდვას და იჯარით ექსპლუატაციაში აყვანას სთავაზობენ, მათი აზრით აღნიშნული ინიციატივის რეალიზების შემთხვევაში, საფრანგეთი რუსეთის ფედერაციისადმი არსებულ დავალიანებას მოიხსნის და ქვეყნა ფინანსურ ზარალს თავიდან აიცილებს. 6 ნოემბერს საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა,რომ ამჟამად რუსეთის ფედერაციისათვის ,,მისტრალის“ გადაცემის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ,,თქვენ იცით საფრანგეთის პოზიცია, ამჟამად დღის წესრიგში მისტრალის გადაცემის საკითხი არ დგას, რადგან კრემლი ჩვენს მიერ შეთავაზებულ პირობებს არ ასრულებს“ საფრანგეთის ხელისუფლების მეთაურის სიტყვების ციტირებას სააგენტო ,,РИА Новости“ აკეთებს.