მექსიკის სრუტეში ამერიკული F-16-ი ჩამოვარდა

pic_65348a5bf28d0db68312585cdd232c0f

მექსიკის სრუტეში ამერიკული F-16-ი ჩამოვარდა. ინფორმაციას სამხედრო საზღვაო, სანაპირო დაცვის, ცენტრალურ შტაბზე დაყრდნობით NBC-ი ავრცელებს. უკანასკნელი მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე ერთი პილოტი იმყოფებოდა, რომელიც ამ დრომდე ვერ იპოვეს. ,,ფლორიდის ჩრდილო დასავლეთით მდებარე ტინდალის სამხედრო ავიაბაზამ F-16-ტთან კავშირი დილით დაკარგა, როდესაც თვითმფრინავი მექსიკის სრუტის გარშემო სასწვლო გაფრენას ახორციელებდა. თვითმფრინავი დაახლოებით ფლორიდის ,,პანამა-სიტისგან“ დაცილების 100 კილომეტრში ჩამოვარდა. სამაშველო სამსახურების ვარაუდიდ ამერიკული ავიაციის კუთვნილი ავიაგამანადგურებელი წყლის ზედაპირს შეეჯახა. ჩვენი ძირითადი ამოცანა მფრინავის გადარჩენაა“ – აცხადებს 325_საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი მარკ ოლაფლინი.