ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აღიარებს რომ გეია

pic_0ce947e8c20d54d449219ac706b0e4dc

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა საკუთარი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აღიარა. აღნიშნული განცხადება ლიტვის პირველმა დიპლომატმა ,,Twitter“-ის პირად გვერდზე დადო. ,,მე ამაყად ვაცხადებ, რომ გეი ვარ, ყველას წარმატებებს ვუსურვებ. ამჟამად ვიცი დაიწყება მეგაისტერიკა, მაგრამ მკიდია. ჩემს ქვეყანაში აუცილებელია შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ნებისმიერი წარმომავლობის პარტნიორობას დაიცავს. მე ამისთვის ვიბრძოლებ“ – აცხადებს მინისტრი. როგოც ,,Delfi“იუწყება, 2011 წელს რინკევიჩმა ჟურნალისტის კითხვას, ჰყავს თუარა მას ოჯახში შვილები? არ უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირად ცხოვრებას და საზოგადოებრივ აზრს ერთმანეთიასაგან ანსხვავებს. 2011 წელს ლატვიაში, ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების კანონპროექტის შემუშავების შესახებ ინფორმაციამ მედიაში გაჟონა, თუმცა მაშინ აღნიშნული კანონპროექტი დასმტკიცებლად პარლამენტამდე არ მისულა. მოთხოვნის ინიციატორი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,მოზაიკა“ გახლდათ. 2012 წლის მაისში ქონების მმართვის მინისტრმა ილზა ვინკელემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება. ცოტა მოგვიანებით კი რიგაში გამართული ერთ-ერთი გეი აღლუმის შემდეგ, გეი ქორწინებების დაკანონების მოთხოვნას მხარი, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმაც დაუჭირა. რაც შეეხება ევროპელი დიპლომატების ,,გულახდილ“ ამღიარებელთა რიგებს, სიაში საპატიო ადგილს გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერვილე და ბერლინის ბურგომინისტრი კლაუს ვოვერაინტი ამშვენებს. გადახრილი სექსუალური ორიენტაციის თაობაზე უკანასკნელი ხმამაღალი აღიარება, ამერიკული კორპორაციის ,,Apple“-ი შეფმა ტიმ კუკმა გააკეთა.