რუსულმა ,,გაზპრომმა” უკრაინული ტრანშის პირველი ნაწილი მიიღო

big-gazprom-logo-MzAyMw==

რუსული «Газпром»-ი უკრაინული ნავთობ კომპანიისგან «Нафтогаз Украины» 1.45$ მილიარდი დოლარის პირველი ტრანშის მიღებას ადასტურებს. ინფორაციას რუსული გაზის კომპანიის წარმომადგენელზე, სერგეი კუპრიანოვზე დაყრდნობით სააგენტო ,,РИА «Новости»“ ავრცელებს.,, «Нафтогаз»-მა 4 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსული გაზის კომპანიის ანგარიშზე გარკვეული თანხა გადარიცხა. ინფორმაციის გადამოწმება დაინტერესებულ პირებს ,,Газпром“-ს ოფიციაურ გვერდზეც შეუძლიათ“ – აცხადებს კუპრიანოვი. 30 ოქტომბერს რუსეთმა, უკრაინამ და ევროკავშირმა, ბრიუსელში სამმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც უკრაინა-ევროკავშირისათვის საჭირო რაოდენობის ბუნებრივი აირის დაუბრკოლებელ მიწოდებას და ზამთრის ფასს განსაზღვრავს. შეთნხმების მიხედვით, უკრაინა ვალდებულია ევროკავშირი, რუსეთის ტერიტორიის მხრიდან ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირით, შეუფერხებლად 2015 წლის მარტამდე მოამარაგოს. პარალელურად ქვეყანა, რუსეთის ფედერაციისადმი არსებული დავალიანები ს(3.1 მილიარდი დოლარი) წლის ბოლომდე დაფარვის პასუხისმგებლობას იღებს.