ჩრდილოეთ კორეა ურანს ახალი ქარხნით გაამდიდრებს

05107-600x460

როგორც სამხრეთ კორეის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით გამოცემა ,,JoongAng Ilbo“-ი წერს, ჩრდილოეთ კორეის იონბიონეს ბირთვული მეცნიერების კვლევით ცენტრში, ურანის გამამადიდრებელი ახალი ქარხანა ამუშავდა. ,,2012 წელს ჩრდილოეთ კორეამ, ურანის გამამდიდრებელი ძველი ქარხნის მიმდებარე ტეროტორიაზე, ახალი მოდერნიზებული ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ლაბორატორიას უფრო ჰგავს. ის სიგრძით 120 მეტრზეა გადაჭიმული და ძველი ობიექტის ანალოგს წარმოადგენს. ფხენიანმა მშენებლობა წარმატებით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქარხანა მუშაობს. ცენტრიფუგების ამუშავების პარალელურად, სამხრეთელების მიერ ამაერიკელების დახმარებით დამონტაჟებულმა იმფრაწითელმა კამერებმა, ტემპერატურის და რადიაციის მაჩვენებელის ზრდა დააფიქსირა. ეჭვგარეშეა, რომ ახალი სტრატეგიული ობიექტი ექსპლუატაციაშია ჩაშვებული. რაც შეეხება ახალ ქარხანაზე არსებული ცენტრიფუგების რაოდენობას ის 4000 აჭარბებს და მათი მუშაოაბა 24 საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს.გეგმის მიხედვით, ქარხნის სრული დატვირთვის შემთვევაში, კორეის სახალხო რესპუბლიკა წელიწადში 80 კილოგრამ გამდიდრებულ ურანს მიიღებს, რაც საშუალებას მისცემთ მათ 4-5 ატომური ბომბი დაამზადონ“ – აცხადებს ინფორმაციის წყარო.