ობამა პუტინთან ოფიციალურ შეხვედრებზე უარს აცხადებს

გოოო

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ,,დიდი ოცეულის“ სამიტის მსვლელობის დროს, ვლადიმერ პუტინთან ოფიციალურ შეხვედრას არ გეგმავს. ექსპერტების ვარაუდით, ობამა რუს კოლეგას მხოლოდ ,,კულისებში“ გაესაუბრება. ინფორმაციას ამერიკის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ,,იმის შანსი, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტი, ერთმანეთს არაოფიციალურად შეხვდება დიდია, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარეებს შორის კონსულტაციები ჯერჯერობით არ მიმდინარებს“ – აცხადებს წყარო. აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატის სამიტი, რომელშიც მონაწილეობას პუტინი და ობამა მიიღებენ, პეკინში 10 ნოემბერს გაიმართება, ხოლო დიდი ოცეულის შეხვედრას, ავსტრალიის ბრისბერნი 15-16 ნოემბერს უმასპინძლებს. უკრაინის ცნობილი მოვლენებიდან დღემდე, პუტინი და ობამა ერთმანეთს არაოფიციალურად მხოლოდ ერთხელ,საფრანგეთში,მოკავშირეების მიერ ნორმანდიაში ჯარების გადასხმის 70-ე წლის იუბილეზე შეხვდნენ და აქამდე, კოლეგები მხოლოდ სატელეფონო საუბრებს ანიჭებენ ,,უპირატესობას“.